დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხალხი და ხელისუფლება
"ვეტერანები დღემდე 22 ლარიანი დახმარების იმედზე არიან"
ავტორი: ეთერ ბალაძე
2013/12/16 19:40:47

ვეტერანთა ომბუსდმენი გიორგი თევზაძე ვეტერანთა მძიმე ეკონომიკურიი პირობების გამჯობესებას მოითხოვს, მისი თქმით დღემდე იგნორირებულია ვეტერანთა სოციალური პირობები, რომელიც  1995 წლის შემდეგ არ შეცვლილა.


_ სამწუხაროდ, საქართველოში ვეტერანთა უფლებრივი მდგომარეობა მრავალი წლის განმავლობაში არსებითად არ შეცვლილა. მხოლოდ ის ფაქტი, რომ ვეტერანებთან დაკავშირებით დღესაც 1995 წელს მიღებული კანონი მოქმედებს, თანაც საკმაოდ შეკვეცილი სახით, ბევრ რამეზე მეტყველებს.

 

მუდმივად გვიწევს ბრძოლა, პირველ რიგში, ვეტერანთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სოციალური სარგებლის პაკეტის გაზრდისათვის, თუმცა ჯერჯერობით არსებით წინსვლას ამ მიმართულებით ვერ მივაღწიეთ. წინა ხელისუფლების პირობებში სრულად იქნა იგნორირებული ვეტერანთა უფლებები და ვეტერანები ერთ-ერთ ყველაზე დაუცველ სოციალურ ჯგუფად ჩამოყალიბდა.

 

მაშინ, როდესაც ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში სახელმწიფო მუდმივად ზრუნავს ვეტერანებზე და ცდილობს, ადეკვატურად დააფასოს მათი ღვაწლი ქვეყნის წინაშე. ბოლო პერიოდში შეინიშნება გარკვეული დისკუსიები ვეტერანთა თემატიკაზე, რომელიც ფრთხილი ოპტიმიზმის იმედს გვიტოვებს.

 

პირველ რიგში, აუცილებელია გამოკვეთილი სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბება ვეტერანთა საკითხებზე, რომელიც ორიენტირებული იქნება ვეტერანთა  სოციალურ საკითხებზე, აუციულებელია მოხდეს  ქვეყნის კანონმდებლობის ეტაპობრივი ჰარმონიზაცია და ვეტერანთა სოციალური სარგებლის პაკეტის გაზრდა, ქვეყნის ბიუჯეტის შესაძლებლობების გათვალისწინებით. 

 

_ ხშირია ვეტერანთა უფლებების დარღვევა?


_ დღეს ვეტერანთა უფლებებრივი  მდგომარეობა ოდნავადაც არ ასახავს ვეტერანების დამსახურებას ქვეყნის წინაშე. როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, კანონმდებლობა მოძველებულია და ბევრი რამ თავიდან არის გადასახედი, ვეტერანების რეალურ საჭიროებებთან მისასადაგებელი.

 

ვეტერანების მიმართ მიდგომა აჩენს სახელმწიფოს რეალურ სახეს. ყველაზე დიდი დარღვევა კი ვეტერანთა  სოციალური უფლებების შელახვაა. ეს კი სახელმწიფოს არასთანადო,  არათანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია. დაავადებული ვეტერანები დღემდე ელოდებიან შველას, აუცილებელია სოციალური, სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელება.

 

დღეს გამოაცხადეს, რომ ვეტერანთა ოჯახები მიიღებენ 1000 ლარიან დახმარებას, რამდენად რეალური იქნება ეს, ჯერ არ ვიცით. იმედია, ეს შეპირება, ისევე როგორც წინა წლებში, ბლეფი არ იქნება. ასევე საყურადღებოა უბინაო ვეტერანების ბედი, ბევრი მათგანი დღესაც უსახლკაროა, ხოლო ვეტერანის სახელმწიფო დახმარება  22 ლარია.   აქედან გამომდინარე, რომელ უფლებებზე ვსაუბრობთ?       

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 7466
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია