დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პრივატიზაცია
№4 პოლიკლინიკის მედპერსონალი შენობის საპრივატიზაციო ნუსხიდან ამოღებას ითხოვს
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/12/16 15:46:36

№4 პოლიკლინიკის მედპერსონალი შენობის საპრივატიზაციო ნუსხიდან ამოღების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებს.

 

პოლიკლინიკის თანამშრომლები (პოლიკლინიკა ნიკეას დასახლებაში მდებარეობს) პოლიკლინიკის საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანასთან დაკავშირებით ქალაქის მერს ხვდებიან. მედპერსონალის განცხადებით, პოლიკლინიკის გასხვისება რამდენიმე დღის წინ გადაწყდა, რაც უსამართლობაა.  ის, რომ საპრივატიზაცია ნუსხაში მისი შეტანა იყო ნანზრახული, პოლიკლინიკაში იცოდნენ და ამის თაობაზე  თანამშრომლებმა ჯანდაცვის სამინისტროს ჯერ კიდევ ნოემბერში მიმართეს და საკითხის განხილვა მოითხოვეს. სამინისტროს ოფიციალური პასუხის თანახმად, პოლიკლინიკის გასხვისების საკითხი დღის წესრიგში არ იდგა. იგივე დაადასტურა რამდენიმე დღის წინ ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით მურღულიამაც. 10 დეკემბრის ოფიციალურ წერილში იგი წერს, რომ შენობის გასხვისების საკითხი არ განიხილებოდა,  თუმცა, როგორც პოლიკლინიკის მედპერსონალი აცხადებს, მათ 13 დეკემბერს შეიტყვეს, რომ შენობა, რომელიც ქუთაისის მერიის ბალანსზეა, საპრივატიზაციო ნუსხაში მაინც აღმოჩნდა.


„მოვითხოვთ, შეჩენდეს  შენობის გასხვისება და ამოიღონ პოლიკლინიკის შენობა საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე მაინც,“ – აცხადებს პოლიკლინიკის თანამშრომელი გულიკო მურვანიძე.

 

პოლიკლინიკაში ამჟამად 109 თანამშრომელია. კლინიკას 50 000-მდე ბენეფიციარი ჰყავს ქალაქის მასშტაბით. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2891
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია