დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ვეფხისტყაოსნის“ ელექტრონული ვერსია საჩუქრად ქუთაისის საგანმანათლებლო დაწესებულებებს
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/12/16 13:52:54

საქრთველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ ქუთაისის საგანმანათლებლო დაწესებულებების ბიბლიოთეკებს „ვაფხისტყაოსნის“ ელექტრონული ვერსია საჩუქრად გადასცა. ელექტრონული ვერსია განსაკუთრებულია იმით, რომ მასში შეტანილია „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერებში არსებული ყველა სტროფი. შესაბამისად, მკითხველს საშუალება აქვს პოემის სრული ვერსია იხილოს. ამასთანავე თანამედროვე მეთოდით გამოცემული „ვეფხისტყაოსანი“ განთავსებულია ვებ-გვერდზეც, რომელიც პროექტის ავტორთა თქმით, განსაკუთრებით შეუწყობს ხელს მის პოპულარიზაციასა და ხელმისაწმდომობას. პროგრამა აღჭურვილია საძიებო სისტემითაც, სადაც შესაძლებელია  სხვადასხვა რედაქციით გამოცემული პოემის ნახვა.

„ვეფხისტყაოსანი“ ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე და სიღრმისეულად შესწავლილი და სამწუხაროდ ახალგაზრდებში ის ნაკლებად პოპულარულია. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ელექტრონული ვერსიის გამოცემა იქნება წინგადადგმული ნაბიჯი მისი პოპულარიზაციის საქმეში“,-აცხადებს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის „ვეფხისტყაოსნის“ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე პარმენ მარგველაშვილი.

კომიტეტემა „ვეფხისტყაოსნის“ ბეჭდვური გამოცემა და  ელექტრონული ვერსია დღეს ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკას გადასცა, სადაც პროექტის პრეზენტაციაც გაიმართა. პრეზენტაციას ესწრებოდა ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია.

„ნამდვილად დიდი ღირსებაა ჩვენთვის რომ ასეთი ნაწარმოები გვაქვს და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ხელი ეწყობა მის პოპულარიზაციას სხვადასხვა მეთოდებით“,-განაცხადა შოთა მურღულიამ.

 

„ვეფხისტყაოსნის“ ელექტრონულ ვერსიას ქუთაისის ყველა სკოლა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საჩუქრად მიიღებს. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4629
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია