დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პატიმარი დახმარებას ითხოვს!
გაგა არზიანის წერილი ციხიდან “დღესაც მცემენ, მაგინებენ და მაფურთხებენ....“
ავტორი: ეთერ ბალაძე
2013/12/11 20:12:19

სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში დღეს ათობით პატიმარი შიმშილობს, რამდენიმე მათგანმა უკიდურეს ზომებსაც მიმართა და  პირიც კი ამოიკერა. შიმშილობის ოფიციალურ მიზეზად უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნაა, ამას ემატება გაუსაძლისი პირობები და პატიმრების მიმართ არსათანადო მოპყრობა,  რომელსაც, სამწუხაროდ, კლავ ინარჩუნებს  სოზარ სუბარის უწყება.  


 "ადამიანის უფლებებისა და პატიმართა   სოციალური უზრუნველყოფის  საერთაშორისო ორგანიზაციის"  ხელმძღვანელ გიორგი თევზაძეს პატიმარმა გაგა არზიანმა   ციხიდან წერილი გამოუგზავნა, რომელშიც ასახულია  პატიმრების როგორც ადრინდელი, ასევე დღევანდელი  გაუსაძლისი მდგომარეობა,  წერილის შინაარს სრულად გთავაზობთ:


"პატივცემულო საზოგადოებავ, მინდა გითხრათ, რომ უკვე მეორედ ვაგზავნი წერილს თქვენს მისამართზე, მაგრამ ხელოვნურად მიქმნიან პრობლემებს და ყველანაირად ცდილობენ, ხელი შემიშალონ. Pპირველი გზავნილი უკან მომიტრიალეს და მითხრეს , რომ ასეთი მისამართი არ არსებობდა, ახლა, კი თურმე სწორად გამომიგზავნია.

 

მინდა გითხრათ, რომ ვარ უკანონო პატიმარი, უკანონო სასჯელს ვიხდი 2006 წლიდან. Dდაკავების დღიდან Dდღემდე ვიმყოფები ცემაში, ტანჯვსა და ფურთხებაში. დაზიანებული მაქვს ჯამრთელობა, ჯერ დიღომში, ე.წ.`"კაპეზეზე", სადაც მცემეს და  მაწამეს. შემდგომში ჩემი ტანჯვა-წამება გაგრძელდა  # 1 საპყრობილეში, სადაც კბილები ჩამიმტვრიეს, ყინვაში ტიტველს, ბორკილდადებულს ქუსლებში მცემდნენ, მაგინებდნენ, მაფურთხებდნენ და მემუქრებოდნენ. დღესაც ცემის, გინების და ფურთხების ქვეშ ვარ. მივწერე თითქმის ყველა ორგანიზაციას, მაგრამ   უშედეგოდ, პასუხი არავის არ გაუცია. Mმყავს შვილი დაჩი, რომელიც თავლით არ მინახავს, დამენგრა ოჯახი, ასევე მყავს ლოგინად ჩავარდნილი დედა. A სასჯელის ვადა დამრჩა სამი წელი, ვითხოვ პირობითში გადამიტანონ, ან გადამივადონ ავადმყოფობის გამო, რათა შევძლო მკურნალობა და შემდეგ სიმართლის დამტკიცება სასამართლოში. ვარ უდანაშაულო, გთხოვთ დამეხმაროთ, მოუთმენლად ველოდები  თქვენს პასუხს და იმედი მაქვს, გადამარჩენთ, წინასწარ გიხდით მადლობას, გფარავდეთ ღმერთი."

 

როგორც პატიმარი გაგა არზიანი, ასევე ასობით  დავადებული პატიმარი ელოდება სამართალს, თუმცა სამართლიანობის აღდგენა იგვიანებს,.

 

უფლებადამცველმა გიორგი თევზაძემ პატიმარ გაგა არზიანის წერილი გადაუგზავნა პრობაციის მინისტრ სოზარ სუბარსა და პროკურატურას, თუმცა, როგორც გიორგი თევზაძე psnews.ge-სთან ინტერვიუში აცხადებს,  პატიმრის წერილზე   პასუხი არც პროკურატურას გაუცია და არც სუბარის უწყებას.

 

_ დღემდე არავითარი პასუხი  არ მომსვლია.  საჭიროა, შეიქმნას მართლმსაჯულების  ხარვეზების დამდგენი კომისია იმისათვის, რომ  ასეთი კატეგორიის  პატიმრების მიმართ განხორციელდეს  კანონიერების აღდგენა, სამართლიანი სასამართლოს პირობებში  ისინი გათავისუფლდნენ საპატიმროებიდან.…

 

- რამდენიმე პატიმარმა  უკიდურეს ზომას მიმართა და პირი ამოიკერა, ასევე ასობით პატიმარი შიმშილობს  ხარვეზების  დამდგენი კომისიის ამოქმედების მოთხოვნით. ხომ არ შეიძენს ყოველივე ეს პოლიტიკურ ელფერს?


- ეს რეაქცია მოსალოდნელი იყო იმ მოლოდინის ფონზე, რომელიც საზოგადოებას ჰქონდა და დღესაც აქვს მოქმედი ხელისუფლებისგან. ბუნებრივია, მართლმსაჯულების საკითხებში ხისტი მიდგომები საზოგადოებას მხოლოდ დააზარალებს . 

 

მაქვს ინფორმაცია, რომ  პატიმარ რუსლან გუგუნავას დის, ფიქრია გუგუნავას განცხადებით, რუსთავის #6 საპყრობილის რამდენიმე პატიმარმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა და მრავლობითი ჭრილობები მიიყენა. ამავე განცხადებით, პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებენ. 

 

გავრცელდება ინფორმაცია ასევე  მოშიმშილე პირზე, რომელსაც არ აქვს არცერთი ხელი, თან არათუ მტევნებში, არამედ მკლავებში აქვს 12 წლის წინ მოკვეთილი. ასეთი კაცია დაჭერილი განზრახ მკვლელობაში სადიზმის ბრალდებით. ასეთი მსჯავრდებულის მიერ საქმის გადასინჯვაზე დაყენებული მოთხოვნის საფუძვლიანობაში ეჭვის შეტანა შეუძლებელია.

 

ასეთი ფაქტების საფუძველზე დაყენებული მოთხოვნების არსებობა ლოგიკურია. აუცილებელია, მოძიებული იქნას სწორი და იურიდიულად გამართული მექანიზმი, რომელიც შესაძლებელს გახდის საქმის ობიექტური საფუძვლების და მტკიცებულებების არსებობისას ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების გადასინჯვას. ეს რთული, მაგრამ  ხელისუფლების მხრიდან აუცილებელად გადასადგმელი ნაბიჯია და რაც უფრო დროულად იქნება ეს საკითხი იურიდიულად დარეგულირებული, უმჯობესია. თუმცა, პირველ რიგში, აუცილებელია, ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ნება იქნას გამოხატული და დაფიქსირებული.     

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3572
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია