დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ეკონომიკა
რატომ დაიწყო ინფლაცია?
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/12/11 11:48:12

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი, კანონი, თავისუფლება“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ფინანსთა სამინისტროსა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ეკონომიკურ ანალიზს ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ საქართველოში 2013 წლის ნოემბერში, 2012 წლის ნოემბერთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0,6 პროცენტი შეადგინა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფში: ფასები გაიზარდა 8,6 პროცენტით, რამაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,45 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ჯგუფში ფასების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა თამბაქოს ნაწარმზე (13,8 პროცენტი);

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: აღნიშნულ პერიოდში ფასები გაიზარდა 3,4 პროცენტით, შესაბამისად ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში შეადგინა 0,29 პროცენტი.

ფასები გაიზარდა საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთებზე (7,3 პროცენტი), საცხოვრებლის ფაქტიურ გადასახადზე (3,9 პროცენტი);

ტრანსპორტის ჯგუფში შემავალ საქონელზე (მომსახურებაზე) ფასები შემცირდა 3,2 პროცენტით, რამაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში -0,42 პროცენტული პუნქტი წვლილი შეიტანა.

აღნიშნულ ჯგუფში ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-10,8 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-3,4 პროცენტი).

 

არასამთავრობო ორგნიზაციის ანალიზში ნათქვამია, რომ საქართველოში წინა წელთან შედარებით შემცირებულია იმპორტის რაოდენობა დაახლოებით 5%-ით ნაკლებია და ოქტომბრის თვისთვის 6 284 900 000 $ შეადგინა.

ზოგადად, ეკონომიკური ზრდის  ნიშნულის მიუღწევლობის მიზეზად შესაძლებელია ჩაითვალოს ქვეყანაში პოლიტიკური არასტაბილურობის განცდა – თვლიან არამასთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი, კანონი, თავისუფლება“-ში.

„დაგეგმილი ეკონომიკური ზრდის  ნიშნულის მიუღწევლობის მიზეზად შესაძლებელია ჩაითვალოს ქვეყანაში პოლიტიკური არასტაბილურობის განცდა. თუ გავითვალისწინებთ წინა წლებს, როდესაც ყოველი არჩევნები უკავშირებოდა დაძაბულობასა და ბიზნესზე ზეწოლას, ანალოგიური გარემოების მოლოდინში  ბიზნესმენები, ინვესტიციების განხორციელებისგან თავს შეიკავაბდნენ, მაგრამ დღეს არსებული სტაბილური საარჩევნო გარემო ამის საფუძველს არ იძლევა. შესაბამისად, ინვესტიციების სტაბილური შემოდინება ქვეყნის ეკონომიკის აღმავლობის გარანტი უნდა გახდეს. სწორედ სტაბილურობის განცდას შეიძლება მივაწეროთ მიმდინარე წლის მე-3 კვარტალში დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდის ტემპები.

უცხო ინვესტიციების მოსაზიდად ხელისუფლებას მეტი ყურადღების გამოჩენა მართებს. მნიშვნელოვანია საზოგადოებას დაუბრუნდეს განცდა რომ მათ მიერ წარმოებული პროდუქცია ღირებული და გაყიდვადია. რაც გამოიწყვევს ადგილობრივი პროდუქტის წარმოების სურვილის სტიმულირებას.

 

ბოლო პერიოდში მოხმარებისათვის უვარგისი იმპორტიერბული პროდუქტების საბაჟოზე დაკავება, ქართველ მეწარმეთათვის ერთგვარ მამოტივირებელ ძალად უნდა იქცეს, რათა მათ აქცენტი ადგილობრივ ბაზარზე გააკეთონ. აღნიშნული ხელს შეუწყობს ადგილობრივი წარმოების პროდუქტებზე მოთხოვნის გაზრდას. შესაბამისად ადგილობრივმა ბაზარმა მოთხოვნადი პროდუქციის მიწოდება უნდა უზრუნველყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში წარმოებულ პროდუქტებზე ფასების მატება გარდაუვალია.“–აღნიშნულია ანალიზში.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6570
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია