დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სამართალი
რას ჰყვება ქუთაისში პოლიციის მიერ ნაწამები ბიჭის მამა? (ვიდეო)
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/12/10 12:01:52

 დღეს პარლამენტის წინ ირაკლი აბაშიძის №18-ში  შესახლებული სოციალურად დაუცველებმა აქცია გამართეს. აქიციის მონაწილეებმა ქუთაისის პოლიციის მიერ მათი შევიწროვება გააპროტესტეს. აქციის მონაწილეების თქმით, იმის გამო, რომ უნებართვოდ შესახლდნენ შენობაში, თუკი ქალაქში რამე მოხდება, ყველაფერს მათ აბრალებენ. აქციის მონაწილეების ყვებიან, რომ ამჯერად საქმე ეხება ორიოდე დღის წინ მომხდარ მკვლელობის ფაქტს: „მეკაჭკე“ თემურ ენუქიძე ყელგამოჭრილი იპოვეს, რის გამოც სამხარეო პოლიციის პირველი რაიონის განყოფილებამ მათთან ერთად მცხოვრები ბადრი გამთენაძე, რომელიც ასევე კაჭკაზე მუშაობს და გარდაცვლილს იცნობდა, მიიყვანა პოლიციაში და აწამა.

 

როგორც დაზარალებულის მამა ვახტანგ გამთენაძე აცხადებს, პოლიციაში იძულების წესით წაყვანილი მისი შვილი გააშიშვლეს და ცივი წყლით აწამეს, იარაღიც მიადეს შუბლზე, რათა ეღიარებინა ჩაუდენელი დანაშაული.

 

„ერთადერთი შვილი მყავს, იმის გამო, რომ ობოლი და უპატრონოა, პოლიცია ცდილობს, მას დააბრალოს მომხდარი. მას რომ რამე დაემართოს, სიცოცხლე აღარ მინდა და თავს მოვიკლავ დავწერ განცხადებას, რომ პოლიციის გამო იძულებული ვარ, თავი მოვიკლა.“_ აცხადებს ვახტანგ გამთენაძე.


ბადრი გამთენაძე ნაცემია. მეზობდებს მისთვის სასწრაფოს გამოძახებაც კი დასჭირდათ.  ირაკლი აბაშიძია №13-ში შესახლებულ სოციალურად დაუცველთა განცხადებით, ისინი ვარაუდობენ, რომ ბადრი გამთენაძეს პოლიცია დღესაც მოაკითხავს და ისევ წაიყავნს დასაკითხად, ამიტომ გადაწყვიტეს პროტესტი პარლამენტის წინ გამოეცხადებინათ. 

ბადრი გამთენაძე ამ დროისთვის მძიმე მდგომარეობაში სახლში წევს, მეზობლების განცხადებით, შეშინებული გამთენაძე მომხდარზე არ საუბრობს. მათივე თქმით, პოლიცია შესაძლოა გამთენაძის წასაყვანად კვლავ მივიდეს.

მომხდართან დაკავშირებით psnews.ge კომენტარისთვის იმერეთის მთავარი სამახარეო პოლიციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა, ოფიციალურ კომენტარს მიღებისთანავე მოგაწვდით.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3257
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია