დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის ბაღებსა და სკოლებში უამინდობის გამო სასწავლო პროცესი არ შეფერხდება
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/12/09 14:53:34

უამინდობა ქუთაისში რამდენიმე უბანში ელექქტრო ენერგიის გათიშვა გამოიწვია, რის გამოც ტექნიკური პრობლემები შეიქმნა ბაღსა და სკოლებში. მიუხედავად უამინდობისა ბაღებსა და სკოლებში სასწავლო პროცესის შეჩერება არ იგეგმება.

"რამდენიმე უბანში ელექტროენერგიასთან დაკავშირებით ტექნიკური პრობლემები შეიქმნა, მაგრამ ახლა მოგვეწოდება დენი. რამდენიმე მშობელმა, იმის გამო, რომ დროებით გაითიშა ელექტროენერგია, ბავშვი სახლში წაიყვანა, ზოგიერთი ბავშვი თოვლის გამო არ გამოცხადდა ბაღში. თუმცა, ცხადაია, ეს არ ნიშნავს პროცესის ჩაშლას. პირიქით, საახალწლო ღონისძიებები გვაქვს და აქტიურად ვემზადებით “,-ამბობს ქუთაისის ბაღების აიპი გაერთიანების ხელმძღვანელი მაია პაქსაძე.

თოვლის გამო სასწავლო პროცესის შეჩერებას გამორიცხავს ქუთაისის  განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელი ბადრი ვაშაკიძე. მისი თქმით, რამდენიმე სკოლაში ელექტროენერგია დროებით გაითშა, რის გამოც დაწყებითი კლასის მოსწავლეები სახლში გაუშვეს.

 

  ამ დროისთვის მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, რის შემდეგაც სასწავლო პროცესი განახლდება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2624
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია