დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პროტესტი
„გოჩანოსტრას“ წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებს მერიამ ელექტროენერგია არ მიაწოდა (ვიდეო)
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/12/06 13:48:59

ქუთაისის მერიის წინ გამართულ აქციაზე, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის გადაწყვეტილებით, აქციის მონაწილეებს ხმის გამაძლიერებელი აპარატურისთვის დენი არ ჩაურთეს, რაც აქტივისტებმა გააპროტესტეს.

 

როგორც ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ტატო ლილუაშვილი აცხადებს, აქიციის მონაწილეებს შენობის წინ აქციის გამართვის შესახებ შესაბამისი განცხადებით სამი დღით ადრე უნდა მიემართათ ადმინისტრაციული სამსახურისათვის, რაც არ მომხდარა, შესაბამისად, მერიის ადმინისტრაციული შენობიდან აქციის მონაწილეებისთვის დენის მიწოდებას კანონი კრძალავს.

 

აქცია უკვე დაიწყო. აქციის მონაწილეები თვითმმართველობაში შექმნილ ვითარებას აპროტესტებენ და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელს, შოთა მურღულიას მოუწოდებენ, პასუხისმგებლობა აიღოს ქალაქში მიმდინარე პროცესების მართვაზე.

 

აქციის მონაწილეები დენის ჩართვას და ხმის გამაძლიერებელი ტექნიკის გამოყენებას მაინც აპირებენ და აცხადებენ, რომ ელექტროენერგიას ახლო მდებარე შენობიდან გამოიყენებენ.

 

აქციაზე რამდენიმე ათეული ადამიანი იმყოფება. 


 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2927
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია