დიდ თიხის ქვევრებში ღვინის დამზადების უძველესი ქართული მეთოდი იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანეს, ამის შესახებ საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას.
სპეციალისტების შეფასებით, ქვევრში ღვინის მომზადების წესს ანალოგი არ გააჩნია მსოფლიოში. ეს არის ღვინის დამზადების ეკოლოგიურად სუფთა და ნატურალური მეთოდი, რომელიც აღიარებულია საუკეთესო ღვინისწარმოების ტექონლოგიად.
ქვევრი – თიხის ჭურჭელი, უძველესი დროიდან გამოიყენება კავკასიის ყველა ღვინისმწარმოებელ რაიონში, ღვინის დამზადებისა და შენახვისათვის. ქვევრს მიწაში ფლავენ, ასხამენ შიგ ღვინოს, მჭიდროდ ახურავენ თავს სპეციალური, აყალო მიწით ან თიხით.
იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში ამ დღეებში ასევე შეიტანეს ტრადიციული იაპონური სამზარეულო.
წყარო: apsny.ge