დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ახალგაზრდული ფორუმი ქუთაისში
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2013/12/06 11:50:55

ქუთაისში, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების  სკოლაში ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა.

ფორუმში მონაწილეობა მიიღო იმერეთის რეგიონის ( ქუთაისი, წყალტუბო, ბაღდათი, ხონი, სამტრედია)  52 სკოლის 156 წარმომადგენელმა. სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებმა, სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის იმერეთის რეგიონის პარტნიორი სკოლებიდან.

მოსწავლეებმა მათ რაიონში არსებულ პრობლემაზე მომზადებული პროექტების პრეზენტაცია მოაწყვეს და აუდიტორიას კონკრეტული პრობლემის გადაჭრის გზები გააცნეს. წარადგინეს შესაბამისი ნახატები, მოიძიეს მხარდამჭერები.

აღნიშნული ფორუმი მე-3 წელია, რაც ხორციელდება იმერეთის რეგიონში და მასში აქტიურ მონაწილეობას იღებენ სხვადსხვა სკოლის მოსწავლეები.

„ფორუმის მიზანია მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობით თემის ადგილობრივი საჭიროების კვლევა, პრობლემის გადაჭრის გზების ძიება, რეკომენდაციების შემუშავება და თანამშრომლობა გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან. შემუშავებული პროექტების განხორციელებისთვის შეიქმნება საინიციატივო ჯგუფი, მოვიძიებთ რესურსებს და მოხდება მათი მობილიზაცია, დაიგეგმება პროექტების განხორციელება დადგენილი საჭიროებების გადასაჭრელად. ეს პროგრამა გააუმჯობესებს სამოქალაქო განათლების სასკოლო პროგრამის ხარისხს,“- განაცხადა  ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის წარმომადგენელმა ნათია ნამიჭეიშვილმა.

ფორუმი ორგანიზებულია სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH International, აშშ-ს საერთშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. იმერეთის რეგიონში პროგრამა ხორციელდება  ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3035
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია