დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
აქციას სლოგანით „თევდორაძის კულუარული პოლიტიკა უნდა დასრულდეს“ მამუკა მღდელაძეც შეუერთდება
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/12/05 16:43:14

ხვალ, პირველ საათზე ქუთაისის მერიის შენობის წინ არასამთავრობოების საპროტესტო აქცია გაიმართება, რომელსაც საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატი მამუკა მღდელაძეც შეურთდება.

„თავის დროზე თედვორაძემ მოახერხა და დაარწმუნა რამდენიმე დეპუტატი რომ მის გარეშე ქუთაისი ვერ იმართებოდა, რაც არ აღმოჩნდა  სწორი. ახლა უკვე, როცა  სახელმწიფო სტრუქტურები გაიმართა, მოვიდა ახალი მერი, ცხადი გახდა, რომ შესაძლებელია მისგან დამოიკუდებლად პროცესების მართვა. ამიტომ მიმაჩნია, რომ  იძულებითი თანამშრომლობის დრო თევდორაძესთან დასრულდა.  დადგა დრო, დასრულდეს თევდორაძის  კულუარული პოლიტიკა და ამის  პირველი ნაბიჯები უკვე იწვნიეს მათ. პირადად მე ყველაზე მეტად ვიზარალე ამ იძულებითი თანამშრომლობით.

ეს არ ნიშნავს, იმას, რომ მე ვემიჯნები მათ როგორც პიროვნებებს. თუ გოჩას აღარ აწუხებს ამბიციები, რომ იყოს რუხი კარდინალი, მაშინ მე კვლავ მზად ვარ მასთან თანამშრომლობისთვის, მაგრამ   მან უნდა მოიხსნას ტანჯულის მანტია, რომ ვითომ ვინმე დევნის და დაასრულოს პროცესების  კულუარებიდან  მართვა“,-ამბობს მამუკა მღდელაძე.

 

მღვდელაძე აცხადებს, რომ იგი ხვალ დაგეგმილ აქციას შეუერთდება და დაგმობს თევდორაძის კლანურ მმართველობას.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2835
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია