დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ყოფილი „პატრიოტები" ყოფილ თანაგუნდელებს სიცრუეში ადანაშაულებენ (ვიდეო)
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/12/05 15:13:06

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილმა დეპუტატებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე  კიდევ ერთხელ უარყვეს უშიშროების მიერ დაბარებისა და დაშინების ფაქტები და განაცხადეს, რომ „პატრიოტების“ დეპუტატთა განცხადებები ამის შესახებ არის სიცრუე და ემსახურება ფრაქციიდან გასული დეპუტატების როლის დაკნინებას პოლიტიკურ პროცესებში. დეპუტატებმა ასევე ისაუბრეს „პატრიოტებში“ კოორდინაციის არარსებობაზე და განაცხადეს, რომ „პატრიოტების“ პარტიული ლიდერი დავით თარხან-მოურავი არც კი იცნობს დეპუტატებს.


„ბრალდება იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილება მიღებული იქნა ვინმეს ზეწოლის შედეგად, არის მტკნარი სიცრუე და ეს კეთდება იმისთვის, რომ ჩვენი როლი ქალაქის განვითარებაში დააკნინონ. ამასთანავე მინდა ვთქვა, რომ თარხან-მოურავი აზრზე არ არის, რა ხდება ქუთაისში. მან იმ დეპუტატების  სახელებიც კი არ იცის, ვინც ფრაქცია დავტოვეთ“, - აცხადებს დამოუკიდებელი დეპუტატი მერაბ მეშველიანი.

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი“ ორი დღის წინ 5-მა დეპუტატმა დატოვა. ყოფილი „პატრიოტები“, ჯერჯერობით, დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით განაგრძობენ მუშაობას, მომავალში კი ახალი ფრაქციის შექმნას არ გამორიცხავენ.

 

მათი თქმით, შესაძლოა, „პატრიოტებს“ კიდევ რამდენიმე დეპუტატი გამოაკლდეს.

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2820
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია