დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კულუარებში
ქუთაისის საკრებულოს საკონკურსო-საატესტაციო კომისია თავმჯდომარის მოადგილემ დატოვა
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/12/05 13:42:23

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისის საკრებულოს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ  მამუკა მღვდელაძემ კომისია დატოვა. 

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ქუთაისის ორგანიზაციის ლიდერის, გოჩა თევდორაძის თქმით, მამუკა მღვდელაძეს კომისია უშიშროების ზეწოლის შედეგად დაატოვებინეს.

„ყველას შეგიძლიათ, ნახოთ გუშინდელი ჩანაწერი უშიშროებაში მღვდელაძის ვიზიტთან დაკავშირებით, როგორც მე ვიცი, მან გუშინ მთელი საღამო სწორედ ამ შენობაში გაატარა. მღვდელაძემ როგორც არ უნდა უარყოს, ეს ფაქტია.“ –  აცხადებს გოჩა თევდორაძე.

 

მამუკა მღვდელაძე სატელეფონო ზარებს ამ დრომდე არ პასუხობს. შესაბამისად, დაუდგენელია, ჰქონდა თუ არა მსგავს ფაქტს ადგილი. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ხნის წინა მამუკა მღვდელაძემ საკონკურსო-საატესტაციო კომისიას ფორმალური უწოდა. 

 

მღვდელაძე ასევე გახლავთ საკრებულოში არაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეც. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2965
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია