დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სახელმწიფო ქონება
ქუთასის მერიამ 24 სკვერი 25-წლიანი იჯარით გაასხვისა (ვიდეო)
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/12/04 12:15:41

პარტია „თავისუფალი საქართველოს“  იმერეთის ორგანიზაციაში ქუთაისის მერიის მიერ სკვერების იჯარით გაცემას აპროტესტებენ. როგორც პარტიის თავმჯდომარე აღნიშნავს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიმდინარე წლის 2 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით ქალაქში მდებარე 24 სკვერი 25-წლიანი იჯარით გაასხვისა.

„სამწუხაროდ, მერიამ 24 სკვერი ისე გაასხვისა, რომ მათი ბედი არავის აინტერესებს. ამდენხანს ხომ ჩვენს ჯიბეში აფათურებდნენ ხელს, ახლა ჩვენი შვილების ფულის მითვისებაც მოუნდათ, რაც გამოიხატება ხელშეკრულნებაში ჩადებული ერთ-ერთი მუხლით, რომლითაც მოიჯარეს, რომელიც იჯარით აიღებს სკვერს და ამ სკვერში რაიმე შენობას ჩადგამს, მერიამ 25 წლის შემდეგ შენობის საფასური უნდა გადაუხადოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სკვერი მოიჯარის საკუთრება გახდება. ამ პირობით, მაგალითად: ნიკეას ქუჩაზე, სამხედრო ნაწილთან, 303 ათასი კვადრატული მეტრი წლიურად 1515 ლარად არის გაიჯარებული, ასევე 272 კვადრატული მეტრი ფართობი გუგნავას ქუჩაზე – 550 ლარად.“ – ამბობს გოგი წულაია.

წულაია ასევე მიმართავს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელს შოთა მურღულიას, მოხდეს ამ ხელშეკრულებების გადახედვა და გაუქმება. „მინიმუმ იმ მუხლის ამოღება მაინც, რომელიც 2038 წლისათვის ქუთაისის ბიუჯეტს შენობების გამოსყიდვას ავალდებულებს.“– აცხადებს „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის ლიდერი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3119
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია