დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობა – ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი“ დაიშალა
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/12/03 17:32:41

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსს“ დღეს 5 დეპუტატი გამოაკლდა. მერაბ მეშველიანმა, ლევან კირკიტაძემ, ირინე ივანეიშვილმა,გიორგი შავგულიძემ და სერგო ლექვინაძემ ფრაქცია დატოვეს. დეპუტატები ფრაქციიდან გასვლის კონკრეტულ მიზეზებზე არ საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ მათი გადაწყვეტილება ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებლად შოთა მურღულიას დანიშვნას უკავშირდება.

 

დიდი ხანია, ვფიქრობდი ფრაქციის დატოვებაზე და კარგი იქნებოდა, ეს ადრე  გამეკეთებინა," – ამბობს მერაბ მეშველიანი, რომელიც ახალი ფრაქციის თავმჯდომარედ მოიაზრება.

 

„ქალაქის ახალ მერს სჭირდება გვერდით დგომა და, როგორც ქალაქისთვის იქნება საჭირო, ისე მოვიქცევით", – აცხადებს გიორგი შავგულიძე.

 

დეპუტატები სავარდაუდოდ  ახალ ფრაქციას შექმნიან. მათი თქმით ამ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს.  მეშველიანი განცხადებით „პატრიოტთა ალიანსის" დატოვებას კიდევ რამდენიმე დეპუტატი აპირებს, თუმცა მათი   ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება. ახალ ფრაქციას შესაძლოა საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი დავით დვალი შეუერთდეს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2993
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია