დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის საკრებულოს „პატრიოტი“ დეპუტატი -„თამაზ მარგველაშვილი ძალიან კარგი კაცია“
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/12/03 16:11:58

„მარგველაშვილი ძალიან კარგი კაცია. კარგად ასრულებს თავის მოვალეობას და ალბათ ასევე გააგრძელებს“,-ასე პასუხობს ქუთაისის საკრებულოს „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატი მერაბ მეშველიანი საკრებულოს თავმჯდომარის პოსტიდან შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას. მეშველიანის თქმით, ეს საკითხი არც განიხილება.

თამაზ მარგველაშვილის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა. საკრებულოს „ნაციონალი“ დეპუტატი გია გოქაძე აცხადებს, რომ მარგველაშვილი საკუთარი ნებით აპირებს გადადგომის თაობაზე განცხადების დაწერას, მის ადგილს კი „პარტიოტთა ალიანსის“ დეპუტატი გიორგი სიხარულიძე დაიკავებს.

ინფორმაციას საკრებულოს თავმჯდომარეობის შესახებ კატეგორიულად გამორიცხავს თავად გიორგი სიხარულიძე.  

 „ასეთი რამ გამორიცხულია. მე ვარ თეატრის მმართველი და ვარ თეატრის საქმეებით დაკავებული. საერთოდ არც ვიცი არაფერი ამ გადაადგილებების შესახებ. ამჟამად ქალაქშიც არ ვიმყოფები და არც ვიცი რა ცვლილებებზეა საუბარი “,-აცხადებს სიხარულიძე.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3560
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია