დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„პატრიოტთა ალიანსის“ რებრენდინგი -დაიშლებიან თუ არა ქუთაისელი „პატრიოტები“?
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/12/03 14:31:10

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი“ შესაძლოა დაიშალოს. ფარქციის დეპუტატები უშიშროების მიერ ზეწოლაზე ალაპარაკდნენ.

ფრაქციის თავმჯდომარე კახა ნესმიწვერიძე ღიად აცხადებს, რომ რამდენიმე დღის წინ საკრებულოს დეპუტატები უშიშროებაში დაიბარეს და მათზე ზეწოლა განახორციელეს, თუმცა, ნემსიწვერიძე არ აკონკრეტებს ვის აიძულებენ ფრაქციის დატოვებას.

„ვადასტურებ რომ იყო გარკვეული დაბარებები, სადაც დეპუტატებს   რჩევები და კონსულტაციები მისცეს. მე მინდა მათ  ვუთხრა, რომ   დეპუატატების საქმე  უნდა გადაწყდეს საკრებულოში და არა სხვაგან“,-აცხადებს ნემსიწვეიძე.

„გავრცელდა ინფორმაციები რომ დეპუტატები იყვნენ დაბარებული უშიშროებაში და ჩვენ ერთი კვირის წინ გვქონდა შეხვედრა, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ თუ რომელიმე ჩვენგანი ვერ გაუძლებდა ზეწოლას, დაგვეტოვებია ფრაქცია“,-ამბობს დეპუტატი ტატო მესხი.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გია გოქაძე კი „პატრიოტების“ შესაძლო დაშლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას „ოცნება-პატრიოტების“ მორიგ თამაშს უწოდებს და ამბობს, რომ „პატრიოტები“  თავის დროზე სათავეში კონკრეტული დავალებების შესასრულებლად მოიყვანეს. ახლა კი საქმე გაკეთებულია და ისინი საჭირო აღარ არიან. 

„ახლი გუნდი მოვიდა ქალაქში და მურღულიას სუფთა ფონი სჭირდება. მას არ სურს იმ ანტიპიარკამპანიის ფონზე რაც ნემსიწვერიძის, მარგველაშვლის და სხვათა მისამართით ისმოდა, მათ წევრად მოიაზრებოდეს, ამიტომ იშორებენ ახლა ამ ხალხს.  ვერ დავიჯერებ, რომ გოჩა თევდორაძემ  არ იცოდა ამის შესახებ. შესაძლოა  დანარჩენმა დეპუტატებმა არ იცოდნენ, მაგრამ გოჩა თვითონ დათანხმდა ამ ღია თამაშს. ახლა კი როცა  მთავარი საქმე - „ქართული ოცნებისა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ კადრებით მერიის დაკომპლექტება შესრულდა,  მათი წასვლის დროც მოვიდა.  „მავრმა გააკეთა საქმე, მავრი უნდა წავიდეს“ , -ამბობს გია გოქაძე.

გავრცელებული ინფორმაციით რადიკალური ცვლილებების მიუხედავად „პატრიოტები“ ქუთაისის საკრებულოში უმრავლესობას მაინც არ დაკარგავენ.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2714
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია