პარტია „თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია ქუთაისის 2014 წლის ბიუჯეტის დაგეგმარებას აპროტესტებს და ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელს პროექტის გადახედვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, პროექტში გაზრდილია ადმინისტრაციული ხარჯები, მაშინ, როდესაც სხვა, უფრო მნიშვნელოვანი სფეროებისთვის მცირე თანხებია გამოყოფილი.
„მთელი ბიუჯეტის 15% ადმინისტრაციულ ხარჯებზე მოდის, რაც არცერთ ქვეყანაში არ ხდება. მოვუწოდებ შოთა მურღულიას, გადახედოს ბიუჯეტს და შესწორებები შეიტანოს,"–აღნიშნავს წულაია.
ქუთაისის მმშ-ს შოთა მურღულიას თქმით კი, ბიჯეტის პროექტი, არსებული ფორმით, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში დამტკიცდება.