დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ქართული ოცნების" ქუთაისის შტაბი გოჩა თევდორაძეს სიცრუეში ამხელს
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/12/03 11:59:00

„ქართული ოცნების“ ქუთაისის ოფისის თავმჯდომარემ მანანა მიქაძემ დღეს გამართულ ბროიფინგზე „პატრიოტთა ალიანსის“ ორგანიზაციის თავმჯდომარის ბრალდებებს უპასუხა. მიქაძის თქმით, თევდორაძის მიერ გაკეთებული განცხადება, თითქოს „ქართული ოცნების" რეკომენდაციით ქუთაისის მერიაში 133 ადამიანი დასაქმდა, არის სიცრუე. მისივე განცხადებით, „ქართული ოცნების" რეკომენდაციით მერიაში მხოლოდ 12 ადამიანი მუშაობს.

 

„თევდორაძის ბრალდების შემდეგ მერიიდან გამოვითხოვეთ ოფიციალური დოკუმენტი,  სადაც წერია, რომ ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში 202 ადამიანია ბოლო პერიოდში დასაქმებული, აქედან  მხოლოდ 17 ადამიანის სახელი და გვარი ამოვიცანით, რომელთაგანაც 14 ნამდვილად „ქართული ოცნების“  წევრია, თუმცა 2 მათგანისთვის ჩვენ რეკომენდაცია არ გაგვიწევია,"–აღნიშნა მანანა მიქაძემ.

 

მიქაძემ ასევე თევდორაძის მეორე ბრალდებაზეც ისაუბრა, რომელიც „ბაღისკიდის საზოგადოებას“ შეეხებოდა. როგორც მიქაძე აღნიშნავს, თევდორაძის განცხადებით, „ბაღისკიდის საზოგადოება“ „სამი ოთარის ძეგლის“ ტერიტორიაზე შენობის აგებას ითხოვს. მიქაძის განცხადებით, თუკი ეს სიმართლეა, მაშინ „ბაღისკიდის საზოგადობა“ უნდა დაიშალოს, თუ არადა შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2886
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია