სოჭის ოლიმპიადაზე საქართველოს სამთავრობო დელეგაცია არ გაემგზავრება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია RT-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"მთავრობა სოჭში არ გაემგზავრება. წავლენ მხოლოდ სპორტსმენები და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობა", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
აღნიშნული ინტერვიუ ირაკლი ღარიბაშვილთან RT-ის ჟურნალისტმა, სოფო შევარდნაძემ ჩაწერა.