დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ახალგაზრდების ხელშეწყობის მიზნით ქუთაისში არასამთავრობო ორგანიზაცია დაფუძნდდა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/11/30 15:33:45

ქუთაისში არასამთავრობო ორგანიზაცია „მომავლის ახალგაზრდული პოზიცია“  დაფუძნდდა, რომლის მიზანსაც ქუთაისში მცხოვრები ახალგაზრდების დახმარება და საზოგადოებაში რეალიზება წარმოადგენს.

„ჩვენი ორგანიზაცია „მომავლის ახალგაზრდული პოზიცია“ შეიქმნა, რათა დაეხმაროს ახალგაზრდებს, რომელთაც არ აქვთ საშუალება საკუთარ ქალაქში თავის წარმოჩენის და რომლებიც იძულებულნი არიან დაპოვონ . ორგანიზაცია დაეხმარება მათ თავიანთი ნიჭის და შესაძლებლობების წარმოჩენაში. ჩვენ  ვუშუამდგომლებს მათ ქუთაისის ადგილობრივ თვითმართველობასა და პარლამენტში. ძირითადად 4 სფეროს მოვიცავთ: ესენია კულტურა და განათლება, სპორტის, დაპროექტება და სოციალური სფეროები,“-აღნიშნა ორგანიზაციის თავმჯდომარემ თეიმურაზ მაჩიტიძემ.

 

ორგანიზაციის პრეზენტაციას მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ვანო ბუხაიძე ესწრებოდა, რომლის განცხადებითაც, მსგავსი არასამთავრობოების შექმნა მნიშვნელოვანია, რადგან დაეხმარება ახალგაზრდებს და ასევე მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ სპორტის და ზოგადად ქალაქში არსებულ ზუსტ სურათს სწორედ არასამთავრობოების მუშაობა წარმოაჩენს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2806
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია