29 ნოემბერს საქართველოს პარლამენტში გაიხსნა გამოფენა „არჩევნები-ერის შემოქმედი“. გამოფენის ორგანიზატორები არიან: საქართველოს პარლამენტის წევრი, 1998-2004 წლებში ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი გენერალური დირექტორი ლევან ბერძენიშვილი, ეროვნული ბიბლიოთეკის ამჟამინდელი გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე, ეროვნული არქივის დირექტორი თეონა იაშვილი და ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია.
დღეს გამოფენამ ქუთაისის დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში გადაინაცვლა. ექსპოზიცია, თავისი არსებობის მანძილზე, პირველად წარსდგა ფართო საზოგადოების წინაშე, რომლის დათვალიერბაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
გამოფენაზე „არჩევნები- ერის შემოქმედი“ წარმოდგენილი იყო პოლიტიკური პლაკატები, პრესა, ფოტო და ვიდეო მასალები, რომლებიც 1918-დან 2008 წლამდე ჩატარებული არჩევნების ისტორიას ასახავს.