დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხალხი და ხელისუფლება
შოთა მურღულია: „ქუთაისის მერია შშმ ბავშვებს დაეხმარება“
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/11/29 14:20:15

ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯი საქართველოს“ ქუთაისის ფილიალის დღის ცენტრში სენსორული ინტეგრაციის პროგრამისა და სპეციალური კლასის პრეზენტაცია გაიმართა. სენსორული ინტეგრაციის პროგრამის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების შესაძლებლობების მაქსიმალური განვითარება.

სენსორული ინტეგრაციის პროგრამა მიმდინარეობს სპეციალურად მოწყობილ ოთახში, რომელიც აღჭურვილია სპეციალური განმავითარებელი საშუალებებითა და აუდიო–ვიზუალური ინვენტარით.

ოთახი კომპანია „გალაქსის“ მხარდაჭერით მოეწყო.

„პირველი ნაბიჯი საქართველოს“ ქუთაისის ფილიალის დღის ცენტრში გამართულ პრეზენტაციას ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია ესწრებოდა.

მურღულიას განცხადებით,  შშმ ბავშვები საზოგადოებაში ინტეგრაცია აუცილებელია, ვინაიდან ეს ბავშვები საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან. მისივე განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობა შესაძლებლობის ფარგლებში ორგანიზაციას დახმარებას აღმოუჩენს. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2939
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია