დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რამდენია საქართველოს საგარეო ვალი?
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/11/28 14:08:06

 

 ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობამ ოქტომბრის ბოლოს $4.205 მლრდ შეადგინა და ვალი 1 თვეში $72 მლნ-ით არის გაზრდილი. სექტემბრის ბოლოსთვის საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი $4.133 მლრდ იყო.

ვალის ზრდა მოხდა მთავრობის საგარეო დავალიანებების ზრდის ხარჯზე, ხოლო მისი ზრდის შენელება, ეროვნული ბანკის დავალიანების შემცირებამ განაპირობა.

მთავრობის საგარეო ვალი ოქტომბერში, სექტემბრის $3.981 მლრდ-დან $4.057 მლრდ-მდე გაიზარდა. ეროვნული ბანკის საგარეო ვალი კი სექტემბრის ბოლოს $151.874 მლნ იყო და ოქტომბრის ბოლოსთვის $147.959 მლნ-მდე შემცირდა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3892
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია