დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზი“-ში
სპონსორი: PSnewsGE
დედაქალაქი
მიკროავტობუსით თბილისელი სოციალურად დაუცველები შეღავათით დღეში 4-ჯერ იმგზავრებენ
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/11/28 13:03:56

სოციალურად დაუცველები თბილისის მიკროავტობუსებში 50%-იანი ფასდაკლებით დღის განმავლობაში მხოლოდ 4-ჯერ იმგზავრებენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს  კომპანია თბილისის მიკროავტობუსის ოფისში კომპანიის ხელმძღვანელმა დავით ასანიძემ განუცხადა

70 000-ზე დაბალი ქულის მქონე სოციალურად დაუცველი პირები ისარგებლებენ 50%-იანი ფასდაკლებით


ამასთან, სოციალურად დაუცველები დღის განმავლობაში ისარგებლებენ მხოლოდ 4-ჯერ, შემდეგ, მეხუთე გავლაზე შეღავათი აღარ ექნებათ. კერძოდ, პირველი მგზავრობისას პირველი გადასახადი იქნება 40 თეთრი, დანარჩენი 40 თეთრი კი მერიის ბიუჯეტიდან დაფინანსდება. მეორე გავლაზე, სოციალურად დაუცველი ასევე ისარგებლებს ფასდაკლებით და, 65 თეთრის ნაცვლად, დაფარავს 32 თეთრს და ასე იქნება შემდგომი მესამე და მეოთხე მგზავრობის შემთხვევაში


დავით ასანიძემ ეს ლიმიტირებული შეღავათი იმით ახსნა, რომ სოციალურად დაუცველებისთვის მგზავრობაზე ფასდაკლება ადრეც არსებობდა და დაფიქსირდა შემთხვევები, რომ ერთი ბარათიდან დღის განმავლობაში 20-30 გავლა იყო აღრიცხული


ასანიძემ ამასთან ასევე განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველებს მერია სპეციალურ ბარათებს დაურიგებს. ისინი ჩარიცხავენ გარკვეულ თანხას ბარათზე და ფასდაკლებით სამარშრუტო ტაქსებში იმგზავრებენ.


სოციალურად დაუცველებისათვის 50%-იანი შეღავათის შესახებ დედაქალაქის საკრებულომ გადაწყვეტილება 20 ნოემბრის სხდომაზე მიიღო. ამ მიზნით თბილისის ბიუჯეტში ცვლილებაც შევიდა და 300 000 ლარი გამოიყო.

 

 

წყარო: BPI

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2083
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2021 საავტორო უფლებები დაცულია