დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გაზეთ „P.S.“-ის არქივიდან, 2004 წელი, 3-9 მაისი, №18 (276)
თურქს რომ არ გაჰყოლოდა, მისმა დიდედამ ყური მოიჭრა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/11/28 12:20:09

ს ამბავი მე-19 საუკუნეში მოხდა. მან მხოლოდ გადმოცემით იცის, თუ როგორი ხერხით იხსნა თავი მისი ბებიის ბებიამ თურქის ცოლობისაგან.

 

მაშინ ბათუმი ჯერ კიდევ თურქეთს ეკუთვნოდა, ხელვაჩაურში მცხოვრები მამულაძეების მზეთუნახავს კი ბევრი მუსლიმანი აწონებდა თავს, ბევრსაც ეფენდისთვის მისართმევად უნდოდა ლამაზი „კუკლა“ (ასე ეძახდნენ ქალებს). დურსუს კი ბათუმელი სასიძოები თვალში არ მოუდიოდა, ამიტომაც ხშირი მიმოსვლა გააჩაღა პორტის მახლობლად, ერთ ძველ სამიკიტნოში. გურჯი გლეხის ვიზიტებს უქმად არც ჩაუვლია, ორასი თუმანი ბაჯაღლო ოქრო ჩაუთვალა ხელში სტამბულელმა სოვდაგარმა მას და ერთ იმდენსაც დაჰპირდა. ძირგავარდნილი წუღებით შინიდან წასული დურსუ რომ ახალთახალი „აზიაცკებით“  დაბრუნდა, ცოტა არ იყოს, ეხამუშა ხომერიკის ქალს და მშიერ შვილებზე მიუთითა.

 

-თუ ჩეიგდე ხელში ფარა მადლიზა, პური გეყიდა ამ ბაღნებიზა?!..

 

-ევიღე, მარა, რა ბაჯაღლო-ოქრო, ჯერ დეიძინონ ბაღნებმა!


ამის გამგონე ხომერიკის ქალს შაჰის პირველი ცოლი ეგონა თავი. დაღამებამდე კეჟერაძეებისას მისვლაც მოასწრო და სახვალიოდ ერთი ბათმანი ხორბალიც შეიპირა. შინ დაბრუნებულმა ხმელა თევზი აჭამა შვილებს და თევზებივით ჩააწყო ხის საწოლზე, რომელიც ყოველწლიურად თითო ნაგვერდულს იმატებდა. ხუთ ბავშვს იტევდა სახელდახელოდ შეჭედილი ტახტი, თუმცა უფროს ქალიშვილს ბავშვიც აღარ ეთქმოდა უკვე, ტალმუსაფის (მსხლის ჯიშიაძ მწიფობისას თხუთმეტის გახდებოდა.

 

მთვარე კარგა ხნის დაბრSანებული იყო ცაზე, დედ-მამის ფიქრით, უფროს ქალიშვილს რომ ჩაეSინა. მამულაძეების სოხანეზე, ჭრაქის შუქზე, ერთი ქისა ბაჯაღლოს ფულები აკაშკაშდა. ხომერიკის ქალს მის სიცოცხლეში არ ენახა ამდენი ფული ერთად, ღერღილივით დაიბნა საბრალო და ქმარს ანგარიშმიუცემლად შეჰყვირა:

 

- შენი ჭირიმე, ჩემო დურსუ, დუუბრუნე მადლიზა ეს ფარა, დუუბრუნე ბაღნების გულიზე!..

 

- ვის დუუბრუნო, ჩვენია, ჩემო ნადო, შეხედე-და რაფერობისაა.

ელდა ეცა საბრალო ქალს, ვეღარ გაიგო, ცხადი იყო ეს ყველაფერი თუ სიზმარი. ქმარმა კერიის ძირში, ნამზითვ ხალიჩაზე დასვა თანამეცხედრე და დაწვრილებით უამბო იმ ბაჯაღლო ოქროს სადაურობა. ბოლოს ისიც დაუმატა, შაჰის ცოლივით აცხოვრებს სტამბულელი ეფენდიო. მონათლული გახლდათ ხომერიკის ქალი, ქმარიც ქრისტიანი იყო, მათმა წინაპრებმაც სარწმუნოება არჩიეს უხვ მიწა-წყალს, შვილებიც ჩუმად მონათლეს, მუსლიმანზე გათხოვება კი რჯულის შეცვლით ემუქრებოდა მათ მოსწრება გოგოს.

 

- ფარა უკან დუუბრუნე, ჩემო დურსუ, ურჯულოს რეიზა უნდა გავაყოლოთ ჩვენი ბაღანე?! - ბევრს ემუდარა ქმარს ცოლი, მაგრამ - ამაოდ.

 

დილით უფროსი შვილის სასთუმალი რომ ენახა დედას, ცრემლის ტბას წააწყდებოდა. მაგრამ საამისოდ ძალა სადღა შესწევდა მთელი ღამის ნანერვიულებს!

 

ვერც ეთერის სახეზე ამოიკითხა მწუხარება დედამ, რადგანაც, სირცხვილისაგან, იმ დღეს საერთოდ არ შეუხედავს შვილისთვის.

 

კონცელიSეებში ხალიჩის საქსოვად ითხოვა წასვლა გოგომ და, რადგანაც არც თანხმობა უთხრეს და არც უარი, დუმილი თანხმობის ნიშნად ჩათვალა და უჩადროდ გადააბიჯა ზღურბლს. მალე მუსლიმანების თვალსახვევად მოუწევდა ჩადრის ტარება, რომ არ ეტარებინა, ოჯახის საიდუმლოს ხომ გათქვამდა!. მანამდე კი კონცელიძეებისას შეხიზნულ გურულ სტუმარს დაწვრილებით უამბო წუხანდელი ამბავი. ვაჟმაც დახმარება შესთავაზა.

 

მაგრამ არც ისე იოლია რუსეთ-თურქეთის საზღვრის გავლა! გაუვალ ტყეებშიც არის ბილიკი, მაგრამ ამ ბილიკის გადმოვლისას, აქეთობას, ლამის თავი წააგო ვაჟკაცმა კაცმა. ეს უსუსური არსება კი, ალბათ, სულს გააფრთხობდა, თანაც-მდევარიც რომ დაედევნებინათ?

 

სახვალიოდ გადაიდო უკეთესი გეგმა და გიორგის ვაჟკაცობაში დარწმუნებულმა ეთერმა გული დაიიმედა. ღამით ჩაძინებაც შეძლო და სიზმარიც ნახა, თითქოს ვიღაცამ ყური მოჭრა და ზღვაში გადაუგდო. ეს სიზმარი გიორგის კარგად ენიშნა და ეთერს შესთავაზა მისი სისრულეში მოყვანა.

 

გულმოცემული ქალიც დათანხმდა მხსნელს და, რომ არა თურმანიძეების მალამო, ალბათ, სისხლიდანაც დაიცლებოდა.

ბევრი ეძება დურსუმ მისი ქალიშვილის ყურის ნაკვალევი, მაგრამ ვერსად იპოვა.

 

რაღას იპოვიდა, როცა ზღვაში გადააგდო გურულმა ბიჭმა იმ წამსვე...

 

მამულაძეების ქალის თავს დატეხილი ამბავი ელვის სისწრაფით მოედო ბათუმ-ქალაქს. გაუგებარი არც სტამბულელ სოვდაგარს დარჩენია. აჭარელი ბიჭის პირით, დურსუ სასწრაფოდ დაიბარა. ამ უკანასკნელსაც სხვა გზა აღარ ჰქონდა, უნდა ენახა ის ეშმაკის მოციქული და უკანვე უნდა მიეტანა ორასი თუმანი ბაჯაღლო ოქრო. სამად-სამი ღამე ინახებოდა მათ სახლში ოქროს ფარა და უბედურების მეტი არაფერი მოუტანია. დურსუმ გულში ისიც კი გაივლო, იქნება, თავად თურქმა მოუწყო ჩემს საბრალო ქალს ეს ამბავი, ვინ იცის, იქნება, გვიან ინანა ამხელა ფარის დაკარგვაო. ათასმა სისულელემ გაიელვა დურსუს თავში, მაგრამ წამითაც არ შეჰპარვია ეჭვი გურულ ბიჭში, რომელიც მთავარი მოქმედი პირი გახლდათ ამ საქმეში.

 

ეთერმა, როგორც იქნა, მოირჩინა ყური. მშობლების მიმართ ერთი საყვედურიც არ დასცდენია. ისე იქცეოდა, თითქოს მას არაფერი სცოდნოდა. დურსუს კი, ყოველ წუთში ახსენდებოდა ის ბაჯაღლო ოქროს ფარა: რამდენი მიწის ყიდვას შეBლებდა, ციხისBირელ კიღურაBეებთან მორიგებულიც კი იყო! ახლა პირის შლა მოუწევს, მიზეზად ის მაინც უნდა თქვას, შვილის ავადმყოფობამ დამხია უკანო...

 

ხომერიკის ქალი კი, ღმერთს მადლობას სწირავდა და ჩუმად უნთებდა ეთერის სიგრ,ეზე ჩამოქნილ სანთელს, ურჯულოს ცოლობისგან რომ იხსნა. პირველი ცოლობის ბედი ჩემს- ჯილაგს ვინ მისცა, სხვა კი მოჯამაგირეობის ტოლია და არც კი ღირდაო...ჩვეული ცხოვრების რიტმს დაუბრუნდა მამულაძეების ოჯახი, თუმცა, მალე კვლავ მოუწია ბატონ დურსუს ქალიშვილის ნაკვალევის მოBებნა. ყურის არ იყოს, ამჯერადაც ვერაფერს მიაკვლია. როგორც შეიტყვეს, გურულმა გლეხმა მოიტაცა და რუსეთ-თურქეთის დაუცველი საზღვარი ჩუმად გადაკვეთა.

მახარაძეების ოჯახში დიდი ზარ-ზეიმით შეხვდნენ გიორგის დაბრუნებას, მაგრამ არც მაინცდამაინც გახარებიათ თურქი რ,ლის შემოსვლა (ასე ეძახდნენ იმ დროს აჭარლებსძ ქრისტეს რწმენით განმტკიცებულ ოჯახში. როგორც ჰგავს, პატარ,ლის ჩადრმა შეიყვანა შეცდომაში გურულები. მალე გაიგეს ნამდვილი მიზეზი და ყველასთან ამბობდნენ სიამაყით, მახარა,ეების რ,ალი ვაჟკაცი ქალია, თავისი ხელით მოიჭრა ყური, თურქს რომ არ წაეყვანა ცოლადო.

 

 

***

 

ხლაც სათქმელად აქვთ ეს ამბავი ლომიძეების ოჯახში. ქუთაისში მცხოვრებმა, ოთხმოც წელს გადაცილებულმა ლილი მახარა,ემ, ვინ იცის, მერამდენედ უამბო თავისი ბებიის თავგადასავალი შვილთაშვილს, რომელმაც თავისი ბედის თურქისათვის დაკავშირება გადაწყვიტა. სასაცილოდ არ ჰყოფნის სალომე ლომიძეს დიდი ბებიის მიერ წაკითხული მორალი. ოცდამეერთე საუკუნეში რა გოიმობაა, ბიჭი დაიწუნო რელიგიის გამოო. მართალია, სალომე აღმსარებლობით ქრისტიანია, მაგრამ ეკლესიური ცხოვრებიდან ძალიან შორსაა. ასეა გაზრდილი და ოცდაცხრა წლის გოგოსთვის ძნელია ახლებურად აზროვნება. თანაც-არანაირად  არ მიაჩნია, რომ მის სატრფოს რამეთი სჯობდნენ მისი ბირჟავიკი მეზობლები. ხასანი საქმიანი ბიჭია და  ქუთაისში კარგი ბიზნესიც ააწყო. თუმცა, სამშობლოში დაბრუნებას უახლოეს მომავალში აპირებს.

 

დიდედისგან განსხვავებით, ფრიად მოხიბლულნი არიან სალომეს მშობლები: რაც მთავარია, ჩემს შვილს არაფერს გაუჭირვებს, ხელის გულზე ატარებს და მისი მუსლიმანობა ჩვენ არაფერში გვიშლის ხელსო. ის კი არა და, მამას იმედიც ჩაესახა: აწყობილ საქმეს მე ჩამაბარებს და ბევრს შურისგან დავუხეთქავ გულებსო. ნაცნობ-მეგობრებიც ხშირად გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს (ერთმანეთში, რაღა თქმა უნდა, თორემ ლომიBეებთან პაექრობის თავი ვის აქვს. ან კი ვისი რა საქმეა, ვინ როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს?).

 

ქორწილი მაისშია დაგეგმილი, თუ კიდევ არაფერმა შეუშალა ხელი. აპრილში ემზადებოდნენ საქორწილოდ, მაგრამ პატარBალს დედულის ბაბუა გარდაეცვალა და ორმოცამდე, მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, „ტეხავს“ ქორწილი.

 

ერთმა ისიც კი მითხრა, სალომეს სატრფომ გადაწყვიტა, მოინათლოს და ჯვარი დაიწეროსო. მოწამეთის მონასტერი მოსწონებია ძალიან და ეს გადაწყვეტილებაც ამიტომ მიუღია.

 

მანამდე,  ლილი ბებოს იმედი აქვს, რომ სალომეს გადაწყვეტილებას შეაცვლევინებს. ამას ყოველ წუთში ევედრება უფალს. ღვთის სასწაულის იმედით ცოცხლობს და სიზმარში ყოველ ღამით ნახულობს ბებიას, რომელმაც ყური მოიჭრა, თურქს რომ არ გაჰყოლოდა.

 

ეს იყო მაშინ, ორი საუკუნის წინ, ახლა ოცდამეერთე საუკუნეა და გლობალიზაცია ზღურბლზეა მომდგარი. ზოგი ნებით უღებს კარს, ზოგიც, ჯერჯერობით, ურდულით კეტავს.

 

რამდენ ქარცეცხლს გადაურჩა ჩვენი პატარა ერი, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, ახლა კი...

 

 

ლელა თოლორდავა

 

გაზეთ „P.S.“-ის არქივიდან, 2004 წელი, 3-9 მაისი, №18 (276)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3803
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია