დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გზაგასაყართან
ქუთაისის ქელბაქიანის უნივერსიტეტმა კურსდამთავრებულებს დიპლომები საზეიმოდ გადასცა
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2013/11/27 01:44:00

 ლადო მესხიშვილის პროფესიულ დრამატულ თეატრში  ქუთაისის ქელბაქიანის სახელობის უნივერსიტეტის 2013 წლის კურსდამთავრებულებს დიპლომები საზეიმოდ გადაეცათ. ოთხწლიანი სწავლის შემდეგ, დაახლოებით 100-მა კურსდამთავრებულმა მიიღო სახელმწიფო აკრედიტირებული დიპლომი.

ამ ფაქტის აღსანიშნავად მესხიშვილის თეატრში კონცერტი გაიმართა. სტუდენტებს ერთსაათიანი კონცერტი მიუძღვნა დუეტმა „ჯორჯიამ“; მაყურებლის წინაშე რამდენიმე ცეკვით წარსდგა თვითონ უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი “აფხაზეთი“ და ასევე ნაჩვენები იყო  ქელბაქიანის უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ შექმნილი ფილმი, სლოგანით: “შენი წარმატება იწყება აქ“.

„ დღეს ქუთაისის უნივერსიტეტი აცილებს  კურსდამთავრებულებს, ეს ბავშვები ჩვენს თვალწინ გაიზარდნენ, ჩვენ მათი ცხოვრებით ვცხოვრობდით, მართალია, გული მწყდება მათთან განშორების გამო, მაგრამ ამავე დროს მიხარია, რომ ცხოვრების უფრო ფართო ასპარეზზე გადიან. ვუსურვებ წარმატებებს“_განაცხადა უნივერსიტეტის რექტორმა ლელა ქალბაქიანმა.

დუეტი „ჯორჯიას“  წევრმა მაკა ზამბახიძემ psnews.ge_სთან საუბრისას აღფრთივანება გამოხატა ქუთაისელი აუდიტორიის მიმართ და კურსდამთავრებულებს წარმატებული მომავალი უსურვა. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4003
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია