დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ოცნების“ ქუთაისის ოფისში ზაზა მარუაშვილის იმერეთის გუბერნატორად დანიშვნის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ?
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/11/26 13:12:02

გავრცელებული ინფორმაციით,  „ქართული ოცნების“ ქუთაისის ოფისში, ზაზა მარუაშვილის იმერეთის გუბერნატორის პოსტზე დანიშვნის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება მიმდინარეობს. მარუაშვილი, რომელიც გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო,  ერთ-ერთია  იმ კანდიდატებისგან, რომლებიც ამ პოსტზე მოიაზრებიან.


ხელმოწეერების შესახებ გავრცელებულ  ინფორმაციას უარყოფენ „ქართული ოცნების“ ქუთაისის ადგილობრივ ორგანიზაციაში.


„ჭორი გავრცელდა, ალბათ, და მე რომ ახლა ამაზე რამე ვთქვა, შეიძლება უფრო გავაფუჭო საქმე. რაც შეეხება ბატონ ზაზას, დიდი ხანია,  ვიცნობ და მხოლოდ დადებითის თქმა შემიძლია მასზე“,-ამბობს მანანა მიქაძე, „ქართული ოცნების“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი.


იმერეთის გუბერნატორის დანიშვნამდე რამდენიმე დღე რჩება. ქვეყნის მასშტაბით მხარის ახალი რწმუნებულების ვინაობა მიმდინარე კვირის ბოლოს გახდება ცნობილი.


ზაზა მარუაშვილთან ერთად მხარის რწმუნებულად მოიაზრებიან ქუთაისის ყოფილი მერი დიმიტრი კოპალიანი და „ქართული ოცნების“ წყალტუბოს ორგანიზაციის თავმჯდომარე ლაშა ნარჩემაშვილი. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2979
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია