დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სოციალურ საკითხთა კომისია ქუთაისის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის კორექტირებას ითხოვს
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/11/25 14:32:03

ქუთაისის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი დღეს სოციალურ  და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხთა კომისიის სხდომაზე განიხილეს. კომისიის წევრები მიიჩნევენ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში 980 ათასი ლარის დამატებაა საჭირო. 

„გამოიკვეთა ისეთ მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ბიბლიოთეკის თანამშრომელთა ხელფასების ზრდა, სპორტული სკოლების და სიმფონიური ორკესტრის დაფინანსება, ასევე სპორტული ღონისძიებებისთვის დამატებითი თანხების გამოყოფა, რისთვისაც საჭიროა ბიუჯეტის პროექტის კორექტირება. შესაბამისად, ბიუჯეტის პროექტი დაუბრუნდა აღმასრულებელს, იმედი გვაქვს, გაითვალისწინებენ შენიშვნებს",-აცხადებს სოციალურ  და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკიხთა კომისიის თავმჯდომარე ტარიელ მესხი.

ქუთაისის 2014 წლის  ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს  კომისიებსა და ფრაქციებში 15 ნოემბრიდან იხილება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2801
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია