დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ღია წერილი საქართველოს ხელისუფლებას
პარლამენტის შენობა – "ქართული ლუვრისთვის"?
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/11/24 22:32:56

 

უცხოეთში მცხოვრები ქართველი რეჟისორი ღია წერილით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს და მთავრობას და "ქართული ლუვრის" დაფუძნებასა და შნობის გამოყოფაში  თანადგომას სთხოვს.გთავაზობთ ამ ღია წერილს სრულად.

 

 

საქართველოს პეზიდენტსმის აღმატებულებას ბატონ გიორგი მარგველაშვილს;

საქართველოს პრემიერმინისტრს ბატონ  ირაკლი ღარიბაშვილს;

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობას.

...................................................................

კულტურული და სამუზეუმო ცენტრი  

(პირობითი  სახელწოდებით)

''ქართული  ლუვრი''

 

თანამემამულენო!

საქართველოზე ფიქრითა და ზრუნვით მცხოვრებო ქართველებო, მინდა გაცნობოთ და  გაგიზიაროთ მოსაზრება იმის შესახებ რომ  საქართველოში დღეს  რეალურად არსებობს დიდი შანსი თბილისში ყოფილი პარლამენტის შენობაში კულტურული  და სამუზეუმო ცენტრი  – პირობითი სახელწოდებით  ''ქართული  ლუვრი'' დაფუძნდეს.  

 

ეს იდეა განაპირობა მისი უწმინდესობის ნათქვამმა, რომელსაც განცხადებული  ჰქონდა რომ  თბილისში უნდა შეიქმნას კულტურული  ცენტრი.

''ქართული ლუვრი''–ს  შექმნის  იდეის  თაობაზე 2005 წლიდან ვფიქრობ და ამ საკითხზე პირველი პატრიარქთან მქონდა  საუბარი. 

 

მისი უწმინდესობა ამ იდეით აღფრთოვანებული დარჩა  და  1992  წელს  პარლამენტის  გადატანა  არ  გადატანასთან  დაკავშირებით თავისივე  ინიციატივის  ძალზე  საინტერესო ისტორიაც  მიამბორომელიც  კონფიდენციალურია  და  ყოველივე  ამაზე  მიმაჩნია, რომ  მის  უწმინდესობას თავად  დაესაუბროთ...


ამ იდეაზე ეროვნული მუზეუმის დირექტორთან დავით ლორთქიფანიძესთანაც 

მქონდა საუბარი რომელმაც თქვა:– "რომ მუზეუმის  საცავეებში სამ მილიონზე  მეტი ექსპონატია, რომელსაც დღის შუქი არ უნახია და  ზურაბ ჟვანია ცოცხალი რომ  იყოს ამ უმნიშვნელოვანეს იდეას პირველ რიგში განახორციელებდა–ო".

 

ამ მოსაზრებაზე ეპისკოპოსებთან: მიტროპოლიტ დავით ალავერდელთან და მიტროპოლიტ პეტრე ჭყონდიდელთან ასევე, კახა კუკავასთან და ერის სიყვარულით გაჯერებულ სხვა უამრავ ადამიანთან მქონდა ნასაუბრები.

 

მე და ბატონ რეზო ჩხეიძეს ამ საქმის მოგვარების  კონკრეტული და საინტერესო გეგმებიც გაგვაჩნდა...

მოკლედ, ეს იდეა ვინც კი გაიგო ყველა აღფრთოვანებული იყო!!!...

 

ამ პროექტზე ასევე კულტურის ყოფილ  მინისტრთან ნიკა  რურუასთანაც  ოფიციალურად  მქონდა  საუბარი. ვუხსნიდი იდეის კონცეფციას და ასევე განვუმარტავდი რომ 150  პარლამენტარს ამხელა უზარმაზარი შენობა რათ უნდა  მეთქი. ყოფილ მინისტრს ''ქართული  ლუვრი''–ს შექმნის თაობაზე სრული მოსაზრება მივაწოდე და ავუხსენი, რომ სასურველი იქნებოდა პარლამენტის შენობა მშენებარე პრეზიდენტის სასახლეში გადასულიყო. ან საქართველოს მთავრობის შენობაში ან ბორჯომში; ხოლო პარლამენტის  შენობაში ''ქართული  ლუვრი'' დაარსებულიყო. ნიკა რურუასთვის პარლამენტის შენობის ''ქართულ  ლუვრად''გარდაქმნასთან დაკავშირებით  კონკრეტული – ქვემოთ მოყვანილი მოსაზრებები  მქონდა  შეთავაზებული:

 

1.''ქართული ლუვრი''–  მოსაწყობად საპატრიარქოს ინტერესების გათვალისწინებით და შეთამხმებით შესაძლებელი იქნება თბილისის ყოფილი მართლმადიდებელთა სასულიერო სემინარიის შენობა, ახლანდელი ხელოვნების მუზეუმი გაეყიდათ, თანხა''ქართული ლუვრი''–  კეთილმოწყობაზე მოეხმარათ და იქ არსებული ექსპონატები''ქართულ ლუვრში'' გადაბინავებულიყო,ხოლო თბილისის ცენტრში რუსული კაზარმული ტიპის უინტერესო შენობა არქიტექტურული თვალსაზრისით არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს,მაგრამ ისტორიის არ წაშლის თვასაზრისით არსებული შენობის შიდა და გარე არქიტექტურის რაღაც საინტერესო ნაწილის შენარჩუნებით მის ადგილას ახალი თანამედროვე არქიტექტურის ნიმუში შექმნილიყო.

 

2. ''ქართული  ლუვრი''–  შესაძლებლობები:

''ქართულ  ლუვრში'' შეიქმნება  ქართული  და  უცხოური კოლექციის მრავალფეროვანი უზარმაზარი  მუდმივი საგამოფენო ექსპოზიცია, ასევე თანამედროვე ხელოვნების ცენტრი. მოეწყობა მხატვართა მსოფლიო ''ბიენალე'',ისეთივე როგორიც იტალიაში ეწყობა,მაგრამ ''ქართულ  ლუვრში'' ბიენალისთვის ბევრად უფრო მეტი,საინტერესო და გრანდიოზული სივრცე შეიქმნება – ვიდრე იტალიაშია!!!...

 

– ''ქართული  ლუვრი'' გახდება კინოსა და სათეატრო საფესტივალო სივრცე.

 

– ერთდროულად მოეწყობა უამრავი სხვა და სხვა საპრეზენტაციო საღამოები.

 

– განთავსთდება სამ მილიონზე მეტი ექსპონატი რომელიც ქართულ სამუზეუმო საცავებში  არსებობს და რომელსაც დღის შუქი არ უნახავს.

 

– შეიქმნება როგორც საერო, ასევე სასულიერო ცნობილი  ქართველი ადამიანების  ცვილის ქანდაკებების  უამრავი სახეები, ისეთი როგორიც  მადამ ტიუსოს მუზეუმშია, მაგრამ''ქართულ ლუვრში'' მხოლოდ  წმინდა  ეროვნული  სახეებისგან შექმნილი ცვილის ქანდაკებები  შეიქმნება, რომელსაც  მსოფლიო  მასშტაბით  ანალოგი  არ  ექნება.

 

– ''ქართულ  ლუვრში'' განხორციელდება  ყველა  ის  სამუზეუმო მენეჯმენტი,  რომელიც სამუზეუმო მარკეტინგის თვალსაზრისით სერიოზულად  დიდ  ეკონომიკურ  ბერკეტს  წარმოადგენს..

.

– თბილისის ცენტრში შეიქმნება, ''ცისფერი გალერიის'', სახელმწიფო მუზემის, ლადო გუდიაშვილის  სახლმუზეუმისა და ''ქართული  ლუვრი''–  ერთი  მთლიანი კულტურული და ისტორიული სამუზეუმო ანსამბლი, რომელსაც ასევე მიემატება რუსთაველის კინოთეატრის გვერდზე – ყოფილი მხატვრის სახლის ტერიტორიაზე მშენებარე  თანამედროვე  არქიტექტურული  ნაგებობა...

 

– თბილისში ერთი მთლიანი და უზარმაზარი კულტურული ცენტრის შექმნის  შემთხვევაში, განხორციელდება რუსთაველის გამზირის საინტერესო კონცეფციის  განვითარების უმნიშვნელოვანესი პერსპექტივა, რომელიც უზარმაზარ ინვესტიციას და უამრავ  მრავალფეროვან ურბანულ კომპონენტს  თავს მოუყრის, დედაქალაქს  სრულიად ახალ  ფუნქციას მიანიჭებს  და საოცრად  მიმზიდველ  სახეს  შეუქმნის...

 

ნიკა  რურუა  ამ  იდეით  აღფრთოვანებული იყო. ისე მოეწონა, რომ  თავისი  ინტერესი  ვერ დამალა და  წამოსცდა – "მანდ მაგარი სასტუმრო  შეიძლება  რომ  გაკეთდესო", მაგრამ მის გამონათქვამზე ჩემი შეძრწუნებული  და  აღშფოთებული  სახე რომ დაინახა თქვა, რომ  იხუმრა და  ''ქართული  ლუვრი''–  შექმნის  იდეა  ფანტასტიკურია  და  ის აუცილებლად  უნდა  განხორციელდესო.

 

რურუასთან ამ საუბრის შემდეგ მასმედიაში ინტენსიურად – ფორსირებულ  რეჟიმში  პარლამენტის გადატანაზე  დაიწყეს  საუბარი  და ეს  უკვე რეალურად  განახორციელეს...

 

მკითხველს კარგად ემახსოვრება პარლამენტარის ბობოხიძის „ღრმად საფუძვლიანი“ განცხადება - ინიციატივა, რომელიც პრეზიდენტმა აიტაცა და ისეთი არგუმენტების ბუღი დააყენა უკეთესს რომ ვერავინ ინატრებდა. არადა ბობოხიძის ინიციატივა, სააკაშვილისა და რურუას ინიციატივა იყო - გაჟღერებული ბობოხიძის მიერ.

 

ყოფილი  პარლამენტის შენობის ვითომდა ინვესტორზე გაყიდვაც, ბლეფი იყო და  ეს უშუალოდ რურუასი და სააკაშვილის ყოფილი პარლამენტის შენობის დასაკუთრების  ცხოველურ  ინტერესს წარმოადგენდა. ამ ინტერესმა  შეგნებულად პარლამენტის  ქუთაისში  გადატანა  განახორციელა  და ყოველივე  ეს  ჩემმა  პროექტმა  განაპირობა...

 

 

მომავალი  მუზეუმის  მთლიან  კომლექსში

საქართველოს  ისტორიული  სამართლიანობის  აღდგენისთვის  მოიაზრება:

 

დღეს  ნამდვილად ის დროა რომ ეროვნული  ინტერესებიდან  გამომდინარე, სახელმწიფოებრივი აზროვნებით  და  საზოგადოების  აქტიური  ჩართვით დედაქალაქის  ცენტრში  ისტორიული  იდეა – კულტურული ცენტრი  ''ქართული ლუვრი''  დაფუძნდეს  და  უწმინდესისა  და  უნეტარესის თქმით, უფლის ნაკარნახევი იდეა – თავისი  ბრწყინვალებით  განხორციელდეს...

 

1.  ყოფილი პარლამენტის მიწაზე, მომავალ სამუზეუმო კომლექსში – 1865-1866  წლებში  აგებული  ალქსანდრე ნეველის სახელობის ტაძრისა და ამავე ტაძრის ეზოში 1921 წელს კოჯორთან დაღუპული  ქართველი იუნკრების სამარხის  არსებობა, საგანგებოდ  ძალზე  საინტერესოდ  განსახიერდება...  

 

2.  თბილისის  ახალგაზრდობის სასახლე თავისი მშვენიერებით, სასურველია მომავალ სამუზეუმო კომლექსის ერთ–ერთ ფლიგელში განთავსთდეს და კომფორტულად მოეწყოს; ხოლო ვრცელი ბაღით XIX  საუკუნის თბილისის გამორჩეული მეფისნაცვლის შენობაში, (ყოფილი პიონერთა  სასახლე) მომავალში დამკვიდრდეს – სამეფო რეზიდენცია,

 

რათა უახლოეს  დროში ქვეყანამ ისტორიული სამართალი აღიდგინოს და საქართველო კონსტიტუციურ მონარქიად ჩამოყალიბდეს – საქართველოს სამეფო გახდეს და კონსტიტუციურად წარმომადგენლობითი ფუნქციის მქონე პრეზიდენტი – მეფემ ჩაანაცვლოს!

 

წმინდა ილია მართალის შეგონებაა!

"ყოველი ერი თავისი ისტორიით სულდგმულობს.ერის დაცემა და გათახსირება მაშინ იწყება,როცა ერი თავის საუბედუროდ,თავის ისტორიას ივიწყებს"

 

ატრიარქი  აცხადებს:

საქართველოში  ოდესღაც  იყო  მეფეკულტურა  და  ეკლესიადღეს  საერო,სამოქალაქო  კონსოლიდაციის  თვალსაზრისით  დარჩა 

 მხოლოდ  ერთი - ეკლესიამ  პოლიტიკას  თანმიმდევრულად  ახორციელებს  საპატრიარქო  და აქედან გამომდინარე, გამოდის კიდეც 

 კონსტიტუციური  მონარქიისა  და  საქართველოში  სამეფო  ტახტის  აღდგენის შექმნის  იდეით. 

 

ვფიქრობ, რომ ქართულ ცნობიერებაში დადგა ის დრო, როცასაპარლამენტო და პოლიტიკური ცხოვრება რუსთაველის გამზირზე ერთხელ  და 

სამუდამოდ  უნდა  დამთავრდეს  და  ყოფილ პარლამენტის შენობაში "ქართული ლუვრი"  დაფუძნდეს; 

 

ხოლო– მიუხედავად პრობლემებისა და სირთულეებისა,სრულიად შესაძლებელია პარლამენტი უძველეს კოლხას  სამეფოს მთავარ ქალაქში – ქუთაისში დარჩეს და საკმაოდ მასშტაბური პროექტები  განხორციელდეს. შეიქმნას სადეპუტატო ლამაზი სოფელი, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური სტრუქტურების ოფისები, დასრულდეს ავტომაგისტრალის მშენებლობა, განხორციელდეს  ჩქაროსნული რკინიგზისა და სხვა და სხვა ინფრასტრუქტურების ევრუპულ დონეზე მშენებლობა...  

 

ყოველივე ეს სახელმწიფოს უკვდავების სიმბოლოს,ერთიანი საქართველოს წმინდა  მონარქის – დავით აღმაშენებლის  უძველეს სატახტო  ქალაქს  განვითარების უზარმაზარ  პერსპექტივას  შეუქმნის  და საკანონმდებლო ორგანოს არსებობა, ვფიქრობ მთელი საქართველოსთვის მომგებიანი გახდება… 


 

გზავნილის მთავარი პოსტულატი: 

 

თუ პარლამენტი თბილისში გადავა, 2013 წლის 27 ოქტომბრიდან რეალურად შესაძლებელია  პარლამენტისაბოლოოდ პრეზიდენტის სასახლეში დამკვიდრდეს,   

პრეზიდენტის  კაბინეტი არსებულ მთავრობის შენობაში დარჩეს

ხოლო ყველა შემთხვევაში თბილისში ყოფილ პარლამენტის შენობაში –"ქართული ლუვრი" დაფუძნდეს... 

 

შენიშვნა:

 

პრეზიდენტის სასახლის ცენტრალური ჰოლის ექსტერიერის ნაწილში, რომელიც სიმაღლეში ორ სართულს იკავებს და ცენტრალური ნაგებობის უკანა ეზოს მხარეს საიდანც იხსნება სამების ტაძრის ხედი  უნდა მიშენდეს პარლამენტის სხდომის დარბაზის განსხვავებული არქიტექტურული შენობა–ნაგებობა და ამ შემთხვევაში  პრეზიდენტის სასახლე 150  პარლამენტარისთვის სრულიად საკმარისი გახდება.

 

ამ  მიმართულებით  აზროვნება  ბედნიერებასთან  ზიარება  იქნება  და ვისურვებ  ფიქრის,  განსჯისა  და  ღრმა  ანალიზის  საფუძველზე, 

 ქვეყანამ  და მთავრობამ სიტყვითა და საქმით ერთად  ვიფიქროთ.არჩევნები მონაპოვარი ღირსეულად  დავიცვათ,  შეცდომები  არ  დავუშვათ  და იმედს არ  ვკარგავ  რომ  მოსაზრება “ქართული ლუვრი იხილავს მზის სინათლეს.

 

არსებობს რუსთაველის გამზირის განვითარების უზარმაზარი საინვესტიციო 

პროექტი,რომელიც  ასევე საზოგადოების  დისკუსიისა  და  განხილვის  თემა  უნდა  გახდეს.

 

ვიმედოვნებ, ამ იდეა–პროექტის განხორციელების აუცილებლობას იგრძნობთ, გაზომავთ და ასევე განსაზღვრავთ მის შედეგებს.

 

საუკეთესო სურვილებით ესპანეთიდან. 

 

პროექტისა და იდეის ავტორი

გენო ცაავა.

კინო რეჟისორი,

მხატვარ–დიზაინერი,

პროდიუსერი.

 

Mob:+34639032025 (es) 

Mail:pika57@mail.ru

Skype:senaki1

 

P.S. 

წარმოიდგინეთმსოფლიოში  ულამაზესი  მუზეუმები  რომლებიც მილიონობით  ადამიანის აღტაცებას  იწვევსპეტერბურგში – ყოფილ  მეფის  სასახლეში  „ერმიტაჟი“  და  პარიზში –მეფეთა  სასახლეში კი ლუვრი“ არ  არსებობდეს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4321
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია