დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
წმინდანის დღე
გიორგობას გილოცავთ!
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/11/23 14:13:35

დღეს, 23 ნოემბერს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. ამ დღეს (ძვ. სტილით 10 ნოემბერს) კაბადოკიელი წმინდანის ბორბალზე წამების დღე აღინიშნება.

 

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს ყველა მოქმედ ტაძარში დილიდან წირვა-ლოცვა აღევლინა.

 

ქრისტიანობისათვის წამებულ წმინდა გიორგის III-IV საუკუნეებიდან თაყვანს სცემენ არა მარტო მართლმადიდებლები, არამედ ყველა მიმართულების ქრისტიანული აღმსარებლობის მორწმუნეები. წმინდა გიორგის შესახებ ცნობები მაჰმადიანთა წმინდა წიგნში - ყურანშიც კი მოიპოვება.

 

საქართველოში წმინდა გიორგის სახელზე ქვეყნის ყველა კუთხეში არაერთი სალოცავი შენდებოდა და შენდება. თბილისში წმინდა გიორგის სახელობის 20-მდე ეკლესიაა. სხვა მართლმადიდებლური ქვეყნებისგან განსხვავებით, გიორგობას მხოლოდ საქართველოში ზეიმობენ წელიწადში ორჯერ, რაც დიდმოწამისადმი პატივისცემისა და თაყვანისცემის ერთ-ერთ გამოხატულებაა.

 

საეკლესიო კალენდრის მიხედვით, გიორგობა აღინიშნებოდა 23 აპრილს და 10 ნოემბერს (ძველი სტილით). ხალხური გიორგობა სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა სახელწოდებოთ იმართებოდა: ქართლში - გერისთობა, უსანეთობა, ატოცობა; კახეთში - ალავერდობა, თეთრი გიორგობა; სამეგრელოში - ილორობა და სხვა.

 

წმინდა გიორგი კაპადოკიელი დიდებული იყო, რომელიც 275-303 წლებში ცხოვრობდა. გიორგი რომის ლაშქარში მსახურობდა და თავის სიმამაცით იმპერატორ დიოკლეტიანეს ყურადღება მიუპყრია. მალე მისი პირადი მცველი და შემდეგ მისი მხედართმთავარიც გამხდარა.

 

კერპთაყვანისმცემელმა დიოკლეტიანემ ბრძოლა გამოუცხადა ქრისტიანობას, გიორგიმ თავისი ქონება გლახაკთ დაურიგა და წინ აღუდგა იმპერატორს.

 

წმინდა გიორგი სიკვდილით დასაჯეს 303 წლის 23 აპრილს (ძვ.სტ.). მისი განსასვენებელი იერუსალიმის მახლობლადაა. წმიდა გიორგის სასწაულთაგან ყველაზე უფრო ცნობილია მის მიერ გველეშაპის განგმირვა. საეკლესიო ხატებზეც იგი სწორედ ასეა გამოსახული - თეთრ ცხენზე ამხედრებული შუბით გველეშაპს კლავს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3381
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია