დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ფონდ „სოხუმსა“ და ქუთაისის საკრებულოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/11/22 21:53:58

ადგილობრივი თვითმმართველობის მართვის პროცესში ქალის როლის გაზრდა და მეტი ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღებაში -ეს ფონდ „სოხუმის“ მიერ შემუშავებული პროექტის მთავარი  ამოცანაა. პროექტის პრეზენტაცია დღეს ქუთაისის საკრებულოში შედგა.

„სოხუმსა“ და ქუთაისის საკრებულოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა პროექტის განხორციელების ხელშეწყობის პასუხისმგებლობას იღებს.

პროექტის ფარგლებში  შეიქმნება  საკონსულტაციო საბჭო, რომელიც პროექტის ავტორთა თქმით, უმთვარესი ინსტიტუციონალური მექანიზმი იქნება.  15 კაციანი  საბჭო  დაკომპლექტდება საკრებულოს წევრების, დევნილი და ადგილობრივი თემის, ეთნიკური უმცირესობების, მედიისა და არსამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან. საბჭოს მთავრი ფუნქცია კი ადგილობრივი თვითმმართველობის პოლიტიკისა და ბიუჯეტის ანალიზი, გენდერული საჭიროებების კვლევა, წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება იქნება.

სამწლიანი პროექტი სამ ქალაქს ქუთაისს, სენაკსა და ოზურგეთს მოიცავს.

პროექტი სახელწოდებით „ქალთა როლის ამაღლება რეგიონებში სოციალური ცვლილებებისთვის“ დაფინანსებულია გაეროს ქალთა ორგანიზაციის გენდერული თანასწორობის ფონდის მიერ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2748
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია