დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისი წყალმომარაგების პრობლემის საბოლოოდ მოსაგვარებლად 65 მილიონ დოლარს მიიღებს
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/11/22 20:50:32

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულბელმა შოთა მურღულიამ ქუთაისში ნომერ პირველ პრობლემად წყალმომარაგების დაუსრულებელი პროექტი დაასახელა. მისი თქმით, მალე ქალაქს ეს პრობლემა საბოლოოდ მოეხსნება.

„აზიის განვითარების ბანკთან“ ამ საკითხზე დაწყებულია აქტიური მოლაპარაკებები. დოკუმენტებზე ხელი  ჯერჯერობით არ მოგვიწერია და  ამიტომ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ქუთაისი 65 მილიონ დოლარს მიიღებს, რაც ქალაქში წყალმომარაგების პრობლემას საბოლოოდ მოაგვარებს“,-განაცხადა მურღულიამ.

მერის მოვალეობის შემსრულებელმა ასევე ისაუბრა ქუთაისის ბიუჯეტზე და განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შემოსულობების ნაწილში  არის პრობლემები, ბიუჯეტის შესრულებას საფრთხე არ დაემუქრება.

შოთა მურღულია ვიცე-მერად და მერის მოვალეობის შემსრულებლად ორი დღის წინ დაინიშნა. ჯერჯერობით გაურკვეველია როდემდე შეასრულებს იგი მერის მოვალეობას. მურღულიას თქმით, თუ საკონკურსო-საატესტაციო კომისია მერის შესარჩევ კონკურსს გამოაცხადებს, იგი მონაწილეობას მიიღებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მერის მოვალეობის შემსრულებლის პოსტზე  2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩება.  თვითმმართვლობის არჩევნების შემდეგ, კი მერი არჩევითი გახდება.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2937
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია