დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის საკრებულოს საკონკურსო კომისიაში აპლიკანტებთან გასაუბრება მიმდინარეობს
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/11/21 16:30:03

ქუთაისის საკრებულოს საკონკურსო-საატესტაციო კომისიაში კონკურსანტებთან  გასაუბრება მიმდინარეობს. კომისია გასაუბრების ეტაპზე გადასულ 163 კანდიდატს გაესაუბრება, რის შემდეგაც შერჩეული კანდიდატები სამსახურების უფროსების, მათი მოადგილეებისა  და განყოფილების უფროსების ვაკანტურ თანამდებობებზე დაინიშნებიან. კომისია უკვე გაესაუბრა 30-მდე კონკურსანტს, რომელთაც 11 ვაკანტურ პოსტზე  ჰქონდათ წარდგენილი დოკუმენტაციები.  გასაუბრების ეტაპი რამდენიმე დღე გაგრძელდება.

„კომისიამ დაიწყო მორიგი ეტაპი. გუშინ გავესაუბრეთ 30 კონკურსანტს,  დღესაც მოვუსმენთ მათ ნაწილს.  კომისიის წევრების  შეფასებების მიხედვით კი გადაწყდება ვინ დაიკავებს ვაკანტურ პოსტებს“,-განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ თამაზ მარგველაშვილმა.  მარგველაშვილმა კომენტარი ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებლად შოთა მურღულიას დანიშვნაზეც გააკეთა. მისი თქმით, მურღულიას კანდიდატურა ხანგრძლივი განხილვის შემდეგად შეირჩა.

„ფრაქციებში განვიხილეთ შოთა მურღულიას კანდიდატურა. მას დიდი გამოცდილება აქვს ინფრასტრუქტურის სფეროში და მნიშვნელოვანია მისი გამოცდილების გამოყენება ქალაქის საკეთილდღეოდ“,-აცხადებს მარგველაშვილი.

 

შოთა მურღულიამ, რომელსაც ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა, ვიცე-მერის თანამდებობაზე  კოტე ლომიძე ჩაანაცვლა.  

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2743
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია