დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
წერეთლის უნივერსიტეტი – 80
უნიკალური წიგნების გამოფენა წერეთლის უნივერსიტეტში
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2013/11/21 16:27:34

ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით უმაღლეს სასწავლებელში კვირეული გრძელდება. დღეს სამკითხველო დარბაზში ძველნაბეჭდი და უნიკალური წიგნების გამოფენა მოეწყო. გამოფენა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი ჭიჭინაძის ორგანიზატორობით შედგა. გამოტანილ წიგნებს შორის იყო შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“.

 

„ძველი წიგნების გამოფენა მოვაწყვეთ დღეს, უნივერსიტეტის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით. ჩვენ ძველი და იშვიათი წიგნების საცავი გვაქვს, სადაც დაცულია უძველესი სახელმძღვანელოები – მთელს საქართველოში იშვიათობაა მსგავსი წიგნები.“ – განაცხადა ბიბლიოთეკარმა მანანა ჭიღლარიამ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2637
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია