დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქართული სკოლები საქართველოს გარეთ
აზერბაიჯანში, საინგილოს სკოლებს ქართული სახელმძღვანელოები გადაეცათ
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/11/20 23:23:18

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამაზ მარსაგიშვილი და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე მუხრან გულაღაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის, ზაქათალისა და ბელაქანის რაიონებში ქართველებით კომპაქტურად დასახლებული სოფლების ითითალას, ალიაბადისა და კახინგილოს ქართულ სკოლებს ეწვივნენ და  მოსწავლეებს საჩუქრად ქართული სასკოლო სახელმძღვანელოები და დამხმარე სასწავლო მასალები გადასცეს. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა შეხვედრები  ადგილობრივ ქართველ მოსახლეობასთან.


აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის, ზაქათალისა და ბელაქნის რაიონებში სულ 7 ქართულენოვანი სკოლაა, 4 აზერბაიჯანულენოვან სკოლაში კი,  ქართული სექტორი ფუნქციონირებს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ყველა ამ სკოლის მოსწავლისათვის ქართული ენისა და მათემატიკის ის სახელმძღვანელოები შეიძინა, რომლითაც მათი თანატოლები საქართველოში სწავლობენ.


ზემოაღნიშნულ სკოლებს 2008 წლამდე სახელმძღვანელოებითა და პროგრამებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უზრუნველყოფდა. შემდეგ წიგნებით უზრუნველყოფა შეწყდა. აღნიშნული რეგიონის ქართულენოვანი სკოლების მოსწავლეთა მშობლების მხოლოდ მცირე ნაწილი ახერხებდა სახელმძღვანელოების საქართველოში ცალობით შეძენას, რამაც საგრძნობლად შეამცირა ამ რაიონებიდან საქართველოში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებულ აბიტურიენტთა რაოდენობაც და ამ გამოცდებზე მიღწეული შედეგებიც.


ხანგრძლივი შუალედის შემდეგ, მხოლოდ 2013 წლიდან გახდა შესაძლებელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის ფარგლებში, მშობლიური ენის შესწავლის ხელშეწყობისა და ისტორიულ სამშობლოსთან კავშირების შენარჩუნებას მიზნით, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველი მოსწავლეებისათვის სახელმძღვანელოების ჩატანა.


პროგრამის განხორციელებაში აქტიურადაა ჩართული დიასპორის საკითხებში საქართველოს მინისტრის სახელმწიფო აპარატი, რომელიც სამინისტროს ეხმარება ბენეფიციარებთან ურთიერთობაში, მონაწილეობს მონიტორინგისა და შეფასების პროცესში, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტის საორგანიზაციო საკითხებში.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3195
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია