დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
აქცია
სისხლის უანგარო დონაცია ჭიათურაში
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2013/11/19 23:20:27
 ჭიათურაში იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სისხლის ბანკის მიერ სისხლის დონაციის აქცია მოეწყო. მოხალისეები, რომლებიც აკმაყოფილებდნენ სისხლის ჩაბარებისათვის აუცილებელ მოთხოვნებს, სისხლს უანგაროდ აბარებდნენ. სისხლის ბანკის მიერ შემოწმებულმა 45ადამიანმა გასცა სისხლი. მსურველები უფრო მეტი იყვნენ, მაგრამ მათ ვერ დააყმაყოფილეს საჭირო მოთხოვნები.
დონორები იყვნენ ჭიათურის გამგეობის წევრები, ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულები, პედაგოგები. ჭიათურის გამგებელმა, სულხან მახათაძემ, სისხლის ჩაბარება ვერ შეძლო, რადგან მას ახლო ხანებში ჰქონდა სტომატოლოგთან ვიზიტი, რის გამოც მან სინანული გამოთქვა.
უფასო დონაციის ყველაზე დადებით მხარედ აღიარებენ იმას, რომ სისხლის ჩაბარების დროს დონორი დაუფარავად საუბრობს თავისი ჯანმრთელობის შესახებ და ეს, ფაქტობრივად, გამორიცხავს რისკებს, რომელიც ზოგჯერ ახლავს სისხლის ფასიან დონაციას.
ფასიანი დონორები მატერიალური ანაზღაურების გამო, ხშირად ცდილობენ, დამალონ ის ფაქტორები, რის გამოც შეიძლება,  სისხლი საზიანოც აღმოჩნდეს ბენეფიციარებისათვის.
იაშვილის კლინიკა, ძირითადად, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისათვის აგროვებს სისხლს.
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6002
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია