დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პირველკურსელთა შემოქმედება
წერეთლის უნივერსიტეტში საიუბილეო კვირეული მიმდინარეობს
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2013/11/19 19:21:12

დღეს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური შემოქმედებითი საღამო გაიმართა. ღონისძიება უნივერსიტეტის 80 წლის იუბილეს ბოლო კვირეულოს ფარგლებში ჩატარდა. მასში ძირითადად პირველკურსელები მონაწილეობდნენ.


სტუდენტებმა წაიკითხეს საკუთარი ლექსები და ასევე, მათ მიერ ნათარგმნი ნაწარმოებები გააცვნეს საზოგადოებას.


საიუბილეო კვირეულის ფარგლებში უნივერსიტეტში რამდენიმე  ღონისძიებაა დაგეგმილი. უნივერსიტეტის პრორექტორმა შალვა კირთაძემ  PSnews.ge-სთან საუბრისას განაცხადა :“ძალიან მრავალფერობანი იქნება იუბილეს ეს ბოლო კვირა, დაგეგმილი გვაქვს სხვადასხვა სახის კონცერტები, შემოქმედებითი საღამოები, გვექნება უნივერსიტეტის ჰიმნის პრეზენტაცია, შეხვედრა ამაგდარ თანამშრომლებთან და ა.შ.“

 

შალვა კირთაძის თქმით, კვირეული კლასიკური, საესტრადო და ხალხური მუსიკის კონცერტით დასრულდება, რომელშიც უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები მიიღებენ მონაწილეობას.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4021
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია