დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იუბილე
აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში მწერალ ავთანდილ ყურაშვილის საღამო გაიმართა
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2013/11/19 18:57:32

დღეს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 80 წლის იუბილის ბოლო კვირეულის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთან, პოეტ, მწერალ, პუბლიცისტ, კრიტიკოს და საზოგადო მოღვაწესთან, ავთანდილ ყურაშვილთან, რომელიც ასევე იუბილარი გახლდათ. 70 წლის იუბილარის საღამოზე მისი წიგნის პრეზენტაცია მოეწყო.

ღონისძიებაზე სტუდენტებმა ავთანდილ ყურაშვილის ლექსები წაიკითხეს.

„კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით. მიხარია, რომ ჩემს სახლში დავბრუნდი. უნივერსიტეტი ჩემი სახლია, ჩემი ყმაწვილკაცობის სამყოფელი. მე 70 წელი დამჭირდა, რომ ჩემი კვალი დამემჩნია აქაურობისათვის. რომ დაეფასებიათ ჩემი ღვაწლი, რისთვისაც ძალიან კმაყოფილი ვარ, ვულოცავ უნივერსიტეტს იუბილეს და განათლებულ თაობას ვუსურვებ“-განაცხადა ავთანდილ ყურაშვილმა PSnews.ge-სთან საუბრისას.

უნივერსიტეტის პრორექტორმა, შალვა კირთაძემ, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სახელით, საიუბილეო თარიღი მიულოცა საპატიო სტუმარს.

უნივერსიტეტელები ბედნიერები იყვნენ, საზეიმოდ აღენიშნათ მათი კურსდამთავრებულისათვის ილია ჭავჭავაძის სახელობის საპატიო პრემიის მინიჭების ფაქტი .

 

ღონისძიების ბოლოს იუბილარს და საპატიო პრემიის ლაურეატს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2952
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია