დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გოჩა თევდრაძე: „ნამდვილად არ მაქვს იმის განცდა, რომ უსახლკარო უნდა ვიყო" (ვიდეო)
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/11/14 12:43:57

პარტია „პატრიოტთა ალიანსის" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გოჩა თევდორაძემ მის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის მართვისა და უძრავი ქონების დიდი რაოდენობით უკანონოდ შეძენის შესახებ  გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ ბრიფინგი გამართა. თევდორაძემ ყველა იმ ბრალდებაზე ისაუბრა, რაც მისი მისამართით „ნაციონალების" და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან ბოლო დროს ისმის.

თევდორაძის თქმით, მათ, ვინც  მსგავს ინფორმაციებს ავრცელებენ, საზოგადოების  შეცდომაში შეყვანა სურს.

„სხვაზე მეტი არაფერი მაქვს, თუმცა, არც ის განცდა მაქვს, რომ უსახლკარო უნდა ვიყო. თითოეულ თქვენგანს აქვს კორპუსის ქვეშ სარდაფი ან ავტომობილის დასაყენებელი ადგილი. ძალიან მწირია ის ჩამონათალი, რაც ჩემს  ქონებაზე აქვთ  ჟურნალისტებს. მათ კი ვინც დაინტერესებულია ჩემი ქონებით და საზოგადოება შეცდომაში შეყავს, თავად მიისწრაფის თანამდებობისკენ.

როგორ ვერევი მე ადგილობრივი თვითმმართველობის საქმეებში მაშინ, როცა მერიც და მერის მოვალეობის ორივე შემსრულებელი, რომლებიც პოსტებზე დაინიშნენ, „ქართული ოცნების" კადრები იყვნენ?"–ამბობს თევდორაძე.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3214
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია