დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თენგიზ თოფურიძე: –"დედაქალაქში კი არა, სტოკჰოლმშიც წავალ, თუ უკეთესი ხელფასი მექნება"
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/11/13 18:41:07

 

ქუთაისის ვიცე–მერი თენგიზ თოფურიძე პოსტიდან შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, უახლოეს პერიოდში თანამდებობის დატოვებას არ გეგმავს, თუმცა, თუ უფრო მაღალანაზღაურებადი სამსახური გამოჩნდება, ადგილობრივ თვითმმართველობას დაუყოვნებლივ დატოვებს.

"ვიცე–მერზე უკეთესი თანამდებობაც არსებობს. არის 5000 ლარიანი, 8000 ლარიანი სამსახურები და რატომაც არა. თუ უკეთესი ხელფასი მექნება, დედაქალაქში კი არა, სტოკჰოლმშიც წავალ",–ამბობს   თენგიზ თოფურიძე psnews.ge- სთან საუბარში.

თოფურიძემ ასევე ისაუბრა ადგილობრივ თვითმმართველობაში მიმდინარე პოლიტიკურ პორცესებზე და განაცხადა, რომ თვითმმართველობის საქმიანობაში პოლიტიკა არ უნდა იჭრებოდეს. "თვითმმართველობა არის სამეურნეო საქმიანობა და მასში პოლიტიკა არ უნდა ერეოდეს. ქუთაისში კი ეს ორი რამ გადაჯაჭვულია ერთმანეთზე, რაც ძალიან დამღლელია. ჩემი პოსტი ძალიან შრომატევადი და საპასუხისმგებლოა, ანაზღაურება კი ძალიან დაბალია. გარდა ამისა, დამღალა ყოველდღიურმა პოლიტიკურმა ბატალიებმა",–განაცხადა თენგიზ თოფურიძემ.

შეგახსენებთ, რომ თენგიზ  თოფურიძის პოსტიდან შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. თოფურიძემ ინფორმაცია თავდაპირველად დაადასტურა, მოგვიანებითკი უარყო. ახლა კი იგი კვლავ აცხადებს, რომ  მომავალში პოსტის დატოვებას არ გამორიცხავს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3181
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია