დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ასაკობრივი რეიტინგი
ვინ არიან ყველაზე ახალგაზრდა მაღალჩინოსნები უახლესი საქართველოს ისტორიაში
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/11/13 02:24:18

ინტერნეტპორტალი "ამერიკის ხმა" საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ჩინოვნიკების ჩამონათვალს მომავალი შს მინისტრით ალექსანდრე ჭიკაიძით ასრულებს. გამოცემის ინფორმაციით, საქართველოს მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი ეყოლება. ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს უახლოეს მომავალში შეცვლის 31 წლის არის. ალექსანდრე ჭიკაიძე კი, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილისგან შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაიბარებს სულ - 28 წლის.

საქართველოს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ჩინოვნიკები:

მიხეილ ჭკუასელი (ფინანსთა მინისტრი 1997-98) დაინიშა 26 წლის და 7 თვის

ბაკურ კვეზერელი (სოფლის მეურნეობის მინისტრი 2008-11) 27 წლის, 4 თვის

დავით კეზერაშვილი (თავდაცვის მინისტრი 2006-08) 28 წლის და 2 თვის

ალექსანდრე ჭიკაიძე (შსს მინისტრი 2013-) 28 წლის და 6 თვის

ბაჩო ახალაია (შსს მინისტრი 2009-11) 28 წლის და 9 თვის

ვერა ქობალია (ეკონომიკის მინისტრი 2010-12) 28 წლის და 10 თვის

ირაკლი მანაგაძე (ეროვნული ბანკის პრეზიდენტი 1998-2005) 29 წლის 8 თვის

გიორგი ქადაგიძე (ეროვნული ბანკის პრეზიდენტი 2009-დღემდე) 29 წლის 2 თვის

გიგი უგულავა (თბილისის მერი 2005-დღემდე) 29 წლის და 11 თვის

ვლადიმერ ვარძელაშვილი (სპორტის მინისტრი 2010-12) 30 წლის და 2 თვის

ირაკლი ღარიბაშვილი (შსს მინისტრი 2012-13) 30 წლის და 4 თვის

ეკა ტყეშელაშვილი (იუსტიციის მინისტრი 2007-08) 30 წლის და 4 თვის

ალექსი ალექსიშვილი - (ეკონომიკის მინისტრი 2004-05) 30 წლის და 5 თვის

ირაკლი ოქრუაშვილი (შსს მინისტრი 2004) 30 წლის და 11 თვის

ხათუნა კალმახელიძე (სასჯელაღსრულების სამინისტრო 2009-12) 30 წლის 11 თვის

ნიკა გვარამია (იუსტიციის მინისტრი 2008) 31 წლის და 6 თვის

 

"news.ge"

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2785
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია