დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
5 წლის ან­რი ლობჟანი­ძეს სწო­რი მკურ­ნა­ლობის და­სა­ნიშ­ნად 7 ათა­სი დო­ლა­რი ესა­ჭი­როება
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/11/11 16:06:32

ბოლო 6 თვე­ა, ან­რი ლობჟანი­ძე არც ბაღ­ში და­დის და აღარც თა­ნა­ტო­ლებთან ერ­თობა. მძი­მე ვი­რუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ის გა­და­ტა­ნის შემ­დეგ,   მას იმუ­ნი­ტე­ტი და­უქ­ვე­ით­და და ჯან­მრთე­ლობის მდგო­მა­რეობა კი­დევ უფ­რო და­უმ­ძიმ­და.

 

 

5 წლის ან­რიმ, რო­მელ­საც უმ­ძი­მე­სი დი­აგ­ნო­ზი, სპი­ნა­ლუ­რი ამი­ოტ­რო­ფი­ა, ერ­თი წლის ასაკ­ში და­უდ­გი­ნეს, ხან­გრძლი­ვი მკურ­ნა­ლობის შემ­დეგ მნიშ­ვნე­ლო­ვან პროგ­რესს მი­აღ­წია. თუმ­ცა, ვი­რუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ის გა­მო, ძი­რი­თა­დი მკურ­ნა­ლობის შეწყვე­ტის შემ­დეგ, მი­სი მდგო­მა­რეობა უკი­დუ­რე­სად დამ­ძიმ­და. ახლა მას სხვი­სი დახმა­რების გა­რე­შე გა­და­ად­გი­ლება აღარ შე­უძ­ლია.

 

ან­რის ოჯახის წევ­რები, რომ­ლებსაც მო­ზარ­დის პირ­ვე­ლა­დი დი­აგ­ნო­ზის სი­ზუს­ტე­ში ეჭ­ვი ეპა­რებათ, ამბობენ, რომ სწო­რი მკურ­ნა­ლობის ჩა­სა­ტა­რებლად აუ­ცი­ლებელი­ა, მას გა­მოკ­ვლე­ვები ჩა­უ­ტარ­დეს. სწო­რი დი­აგ­ნო­ზის და­სას­მე­ლად სა­ჭი­რო გა­მოკ­ვლე­ვები კი ან­რის თურ­ქეთ­ში უნ­და ჩა­უ­ტარ­დეს, რის­თვი­საც 7 ათა­სი დო­ლა­რია სა­ჭი­რო. ოჯახს შე­საბამი­სი სახსრები არ გა­აჩ­ნია და დახმა­რების­თვის სა­ზო­გა­დოებას მი­მარ­თავს.

 

„სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­დაც პო­ლი­სით შე­მიძ­ლია და­ვა­ფი­ნან­სო ან­რის გა­მოკ­ვლე­ვები, ამის გა­კე­თება პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლებელი­ა, რად­გან მი­სი ნევ­რო­პა­თო­ლო­გი უარს ამბობს კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი­ის ჩა­ტა­რებაზე. მას მი­აჩ­ნი­ა, რომ ამით ბავ­შვი დიდ დასხივებას მი­ი­ღებს, რაც მი­სი ჯან­მრთე­ლობის­თვის სა­ზი­ა­ნოა. ამას­თა­ნა­ვე, ექი­მი მარ­წმუ­ნებს, რომ ამით არა­ფე­რი შე­იც­ვლება და გა­მოკ­ვლე­ვების ჩა­ტა­რებას აზ­რი არ აქვს,  მაგ­რამ მე ვხედავ­დი, რო­გორ გა­მომჯობინ­და ჩე­მი შვი­ლი მკურ­ნა­ლობის შემ­დეგ, ამი­ტომ მიჩ­ნდება სე­რი­ო­ზუ­ლი ეჭ­ვი, რომ ან­რის დი­აგ­ნო­ზი არას­წო­რად და­ის­ვა და შე­იძ­ლება მი­სი ფეხზე დაყენება. მივ­მარ­თავ ყვე­ლას, ვი­საც შე­უძ­ლია და­მეხმა­როს, რომ გა­ვი­გო, რა სჭირს ჩემს შვილს და ვი­ცო­დე, რო­გორ ვუმ­კურ­ნა­ლო,“ - ამბობს ან­რის დე­და მა­რი­ამ მაღ­ლა­ფე­რი­ძე.

 

ან­რი ლობჟანი­ძე, რო­მე­ლიც მის ასაკ­თან შე­და­რებით გან­სა­კუთ­რებული  გო­ნებამახვი­ლობით გა­მო­ირ­ჩე­ვა, მდგო­მა­რეობის გარ­თუ­ლების გა­მო ადა­მი­ა­ნებთან ურ­თი­ერ­თობას გა­ურბის და ამბობს, რომ არ მოს­წონს, რო­ცა გაკ­ვირ­ვებული უყურებენ.

 

 

ან­რი ლობჟანი­ძის და­სახმა­რებლად  ან­გა­რი­ში გახსნი­ლია  TBC ბან­კში, ანრის დედის, მარიამ მაღლაფერიძის სახელზე:

 

 

მიმღები: მარიამ მაღლაფერიძე

ლა­რის ან­გა­რი­ში:

GE38TB7007692365100004

 

დო­ლა­რის ან­გა­რი­ში:

GE85TB7007692366100004

 

ევ­როს ან­გა­რი­ში:

GE15TB7007692366100003

 

რე­დაქ­ცია გთხოვთ, რომ გა­მო­ი­ჩი­ნოთ გუ­ლისხმი­ე­რება და დაეხმა­როთ ან­რის!

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2637
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია