დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
უცხოური მედიის გამოკითხვა
რატომ არიან დანიელები და ნორვეგიელები ყველაზე "უსაქმურები"?
2013/11/10 19:02:41

ცოტა ხნის წინ ბრიტანულმა გამოცემამ „The Sun” საინტერესო გამოკვლევა ჩაატარა და მსოფლიოს „ყველაზე უსაქმური“ „ეროვნებები“ გამოავლინა.

 

 ამ მნიშვნელოვან „სფეროში“ დანია და ნორვეგია მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებს შორის პირველ და მეორე ადგილს იკავებენ. დანიელები წელიწადში მხოლოდ 1 391 საათს მუშაობენ. ნორვეგიელების შვებულება კი მინიმუმ ორ თვეს გრძელდება. თანაც, ამ ხნის განმავლობაში მოქალაქე თავისუფლდება გადასახადებისგან და ორმაგ ხელფასსაც იღებს.

 

გერმანელები წელიწადში 1 440 საათს მუშაობენ. დანარჩენ დროს გართობასა და მოგზაურობაში ატარებენ. ნება რომ მისცე, ყოველი ორი სამუშაო კვირის შემდეგ, ერთ თვეს დაისვენებდნენ.

 

სამხრეთ კორეის მცხოვრებლები თითქმის არ ისვენებენ. წელიწადში ერთხელ, 10 დღით მიდიან შვებულებაში, ისიც ყოველთვის არა. აქვთ სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული 11 დასვენების დღე და 52 კვირა დღე. სულ ეს არის.

 

იაპონელებზე ამბობენ რომ არასოდეს ისვენებენ. ეს ხუმრობით. ახლა იაპონელები 1 780 საათს შრომობენ, თუმცა ძალიან პროდუქტიულად. ოფიციალური შვებულება აქ ორ კვირას გრძელდება, მაგრამ იაპონელების უმრავლესობა მხოლოდ ერთკვირიანი შვებულებით სარგებლობს. იმისთვის, რომ მოქალაქეები იძულებით დაასვენონ, სახელმწიფომ ოცი უქმე დღე გამოაცხადა.

 

ავსტრალიის მოქალაქეები წლის განმავლობაში, აუცილებლად სარგებლობენ ოცდაათდღიანი შვებულებით. უმრავლესობა ამ შვებულებას ევროპაში ატარებს. განსაკუთრებით აქტუალურია საშობაო არდადეგები.

 

გერმანიაში სამუშაო საათების რაოდენობა წლის განმავლობაში 2 052 საათია. შვებულება – 20-დღიანი. ოფიციალური დღესასწაულების რიცხვი – 12.

 

თურქეთი – 1 918 სამუშაო საათი. 14-26-დღიანი შვებულება. 7 – ოფიციალური დღესასწაული.

 

იტალია – 1 800 სამუშაო საათი. 32-დღიანი შვებულება. 12 – ოფიციალური დღესასწაული.

 

აშშ – 1 797 სამუშაო საათი. დადგენილი, ოფიციალური საშვებულებო ლიმიტი არ არსებობს. 11 – ოფიციალური დღესასწაული.

 

ისრაელი – 1 794 სამუშაო საათი. 24-დღიანი შვებულება. 12 – ოფიციალური დღესასწაული.

 

"BPI"

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3319
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია