დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მოსწავლეთა პროტესტი ოლიმპიადას
მაია მიმინოშვილი: „ოლიმპიადის შესარჩევი ტურის ტესტების წინასწარ გავრცელება ტრაგედია არ არის“
ავტორი: ნატო გუბელაძე
2013/11/09 19:12:39
გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი ეხმაურება სასკოლო ოლიმპიადის პირველი ტურის ტესტების წინასწარი გავრცელებისა და ქუთაისელი მოსწავლეების პროტესტის ფაქტს და მიიჩნევს, რომ ფაქტი არასასიამოვნოა, თუმცა – არა ტრაგიკული.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ სასკოლო ოლიმპიადების სხვადასხვა საგნობრივი ტურების ტესტები წინასწარ იყო ინტერნეტში გამოქვეყნებული, დღეს ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის რამდენიმე მეათეკლასელის პროტესტი მოყვა.მათ შორის, ვინც პროტესტის ნიშნად ოლიმპიადა დატოვა,  იყვნენ თეკლა კვირიკაძე და ბაია ცერცვაძე.
როგორც psnews.ge-სთან საუბარში აცხადებენ, ისინი მეგობრები არიან და გუშინ, როცა”ფეისბუქში” მათემატიკის ოლიმპიადის ტესტები წინასწარ ნახეს, მაშინვე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ თუ ოლიმპიადაზე ტესტები მართლაც ზუსტად იგივე აღმოჩნდებოდა, პროტესტის ნიშნად დატოვებდნენ.
თეკლა კვირიკაძე: “ტესტები ინტერნეტში რომ წინასწარ ვნახე, რაღაც ხუმრობა მეგონა, თუმცა სპეციალურად გავხსენი და გადავხედე, რადგან მეორე დღეს ტურზე შემედარებინა, მართლა იდენტური იქნებოდა თუ არა. სხვათაშორის, მაშინვე მეგობრებსაც მივწერე “ფეისბუქში”, რომ თუ ხვალ ეს საკითხები იქნება, ოლიმპიადას პროტესტის ნიშნად გამოვეთიშები-მეთქი.  მართლაც ასე მოვიქეცი. ავდექი და წამოვედი.
თავიდან ვიფიქრე, დირექტორთან შევალ და ვეტყვი-თქო, მაგრამ ვიცი, რომ ამ ტესტებთან სკოლას არანაირი კავშირი არა აქვს და ამიტომ პირდაპირ სახლში წამოვედი. მე ოლიმპიადაზე რომ გავდივარ, გამარჯვებისთვის გავდივარ და ასეთ არათანაბარ პირობებში რატომ უნდა მიმეღო მონაწილეობა? 
ბაია ცერცვაძე: “სიმართლე გითხრათ, არ მჯეროდა, თუ ასეთი უსამართლობა შეიძლებოდა მომხდარიყო. მე და კიდევ რამდენიმე მოსწავლემ მაშინვე დავტოვეთ ტური, როგორც კი ვნახეთ, რომ ტესტები წინასწარგავრცელებულის იდენტური იყო. ძალიან სამწუხაროა, რომ ვიღაც მაღალჩინოსანმა ამ ტესტების წინასწარ გავრცელებით არათანაბარ სიტუაციაში ჩაგვაყენა. მიმაჩნია, რომ ეს შესარჩევი ტური თავიდან უნდა ჩატარდეს.
  სამწუხაროა, რომ არამარტო მათემატიკის, არამედ ყველა იმ საგნის ტესტებია წინასწარგავრცელებული, რომელი ოლიმპიადებიც აწი უნდა გაიმართოს. ხვალ, მაგალითად, ინგლისურშია ოლიმპიადა და ჯერ არ გადამიწყვეტია, გავალ თუ არა.“
 
რედაქცია, ზემოთაღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ქალბატონ მაია მიმინოშვილს ტელეფონით დაუკავშირდა და კომენტარის გაკეთება სთხოვა. გთავაზობთ მის კომენტარს:


მაია მიმინოშვილი:
“მე ამჟამად საქართველოში არ ვიმყოფები, თუმცა ჩემთვის ცნობილია ის ფაქტი, რომ სასკოლო ოლიმპიადის პირველი ტურის ტესტები წინასწარ გამოქვეყნდა ინტერნეტით. ტესტები ჩვენი მომზადებულია, თუმცა, ჩვენ მის კონფიდეციალობაზე პასუხისმგებლები არ ვყოფილვართ. მომზადებული ტესტები სამი დღით ადრე გადავეცით რესურსცენტრებს და ძალიან ცუდი ფაქტია, რომ მათ კონფიდეციალობის დაცვა ვერ შეძლეს. 
თუმცა, მე ვერც ამაში ვხედავ დიდ ტრაგედიას, ეს ტესტები ხომ საგამოცდო არ არის? რაოდენობა შეზღუდული ხომ არ არის? ეს კონკურსი არ არის. ვინც ნამდვილად შეძლებდა ბარიერის გადალახვას, ყველა გადავიდოდა მეორე ტურში. 
საერთოდ, პირველი ტური არის შესარჩევი ეტაპი, სადაც თვითონ სკოლები იღებენ პასუხისმგებლობას (ეს ასე იყო ადრეც) მოსწავლეთა შეფასებასა და შერჩევაზე. ოლიმპიადის ძირითადი ნაწილი იწყება მეორე ტურიდან.თუ ვინმემ პირველ ტურში არასწორად მოიპოვა მაღალი ქულა, ის მეორე ტურს მაინც ვერ დაძლევს და გამოეთიშება ოლიმპიადას. 
ასე რომ, მინდა, იმ ბავშვებს, ვინც პროტესტის ნიშნად დატოვეს მათემატიკის სასკოლო ოლიმპიადა, ვუთხრა, რომ ტესტების წინასწარ გავრცელებით მათ არანაირად არ ეშლებოდათ ხელი.  თუ ისინი გადალახავდნენ ბარიერს, აუცილებლად გავიდოდნენ მეორე ტურში. მათთან ერთად, შეიძლება, ვინმე უღირსიც მოხვედრილიყო, მაგრამ მეორე და მთავარი ეტაპი ხომ თბილისში, წინ ელოდათ, ამიტომ მათ უნდა დაეწერათ და თავიანთი შესაძლებლობები გამოემჟღავნებინათ."
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 7032
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია