დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ევროპული წიგნების კვირეული
დათო ტურაშვილის საჯარო ლექცია ქუთაისში
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2013/11/08 17:12:56

დღეს  აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მწერალმა დათო ტურაშვილმა  სტუდენტებს  საჯარო ლექცია  წაუკითხა. მან ფრანგი მწერლის, რომენ გარის წიგნის „თეთრი ძაღლის" პრეზენტაცია მოაწყო, მიმოიხილა წიგნის შინაარსი და ახალგაზრობას მოუწოდა წიგნიერების გაღრმავებისაკენ.

„დღეს ზოგადად წიგნიერებაზე ვილაპარაკებთ, რამდენად მნიშვნელოვანია კითხვა ცნობიერებისათვის, რატომ არის წიგნი ადამიანის სულიერი განვითარებისთვის აუცილებელი“_ განაცხადა დათო ტურაშვილმა.

 

საქართველოში  ევროსაბჭოს ინიციატივით მიმდინარეობს კვირეული „ვილაპარაკოთ წიგნებზე“, რომლის  ფარგლებშიც  თბილისში, გორში, თელავში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში საჯარო ლექციები გაიმართება. პროექტის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, გამომცემლობა „დიოგენე“, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3614
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია