დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მუნიციპალური განვითარების ფონდი 81 ახალ ამბულატორიას ააშენებს
2013/11/08 15:52:50

მუნიციპალური განვითარების ფონდი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შერჩეულ მუნიციპალიტეტებში 81 ახალ ამბულატორიას ააშენებს , - ეს განცხადება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, შოთა მურღულიამ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.

 

„მუნიციპალური განვითარების ფონდმა უკვე გამოაცხადა ტენდერი, მიმდინარეობს შესაბამისი კომპანის შერჩევა, გაწერილია სამუშაო გრაფიკიც; ის, რაც მუნიციპალიტეტების გასაკეთებელი იქნება, მონიშნულ მიწის ნაკვეთებზე საძირკვლის მომზადება, მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყლის, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის მიყვანაა იქ, სადაც ბუნებრივი აირი არ არის, მუნიციპალიტეტებმა შენობის შეშით უზრუნველყოფაზე უნდა იფიქრონ. ერთი წლის განმავლობაში, სამინისტრო პერმანენტულად გააკონტროლებს, რამდენად შეუფერხებლად და კარგად იფუნქციონირებს ეს ამბულატორიები", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.


შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მუნიციპალიტეტები გამოყოფენ თითო ადამიანს, რომელიც უშუალოდ ამ პროექტის განხორციელებაზე იქნება პასუხისმგებელი. პირველი 10 ამბულატორია გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში აშენდება. არსებული გრაფიკის მიხედვით, პირველ ორ თვეში საქართველოში 10 ახალი ამბულატორია დაიდგმება, მესამე თვეს - 15. სრულად კი, 81 ახალი ამბულატორიის მშენებლობა ქვეყნის მასშტაბით 2014 წლის სექტემბრისთვის დასრულდება. 


ახალი ამბულატორიების სამედიცინო ტექნიკით აღჭურვას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2582
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია