დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქვეყნის მასშტაბით გამოკითხულთა 39% მის მაჟორიტარ დეპუტატს არ იცნობს
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/11/08 15:25:50

არასამთავრობო ორგანიზცია "სიდამ", 22 არსამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად, საქართველოში არსებული მაჟორიტარის ბიუროების მუშაობის შეფასების მიზნით მასშტაბური კვლევა ჩაატარა.


კვლევის შედეგები ორგანიზაციამ დღეს ქუთაისში წარმოადგინა.


კვლევის პირველ ეტაპზე გამოიკითხა ყველა რეგიონის სოფლის მცხოვრებლები. თითოეულ რეგიონში გამოიკითხა 150 ადამიანი. კვლევაში სულ 1496–მა რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა.


კითხვაზე, იცით თუ არა, ვინ არის თქვენი მაჟორიტარი დეპუტატი, 39% პასუხობს, რომ არ იცის. რესპონდენტთა ნახევარზე მეტი კი (52,6%) მხოლოდ წინასაარჩევნოდ შეხვედრია მის მაჟორიტარ დეპუტატს. საინტერესოა ის ფაქტი, რომ არჩევნების შემდეგ მაჟორიტარის ბიუროსთვის მხოლოდ 13,8%–ს მიუმართავს. 


გამოკითხვის შედეგად ასევე გამოიკვეთა, რომ რესპონდენტთა 61%–მა საერთოდ არ იცის, სად მდებარეობს ბიურო. მათი 52% კი არ არის ინფორმირებული იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მიმართოს საქართველოს პარლამენტში მისი რაიონის წარმომადგენელს.


კვლევის მეორე ეტაპი მოიცავდა მაჟორიტარი ბიუროებისთვის სპეციალური კითხვარის გაგზავნას, რომელიც მათი პრაქტიკული საქმიანობის შესწავლას ისახავდა მიზნად.


"სიდას" ორგანიზებით ჩატარებულ კვლევაში საქართველოს 63 ბიუროდან მონაწილეობა მხოლოდ 41–მა მიიღო. კვლევამ აჩვენა, რომ ბიუროებში საშუალოდ 5 ადამიანია დასაქმებული. საერთო მონაცემებით, გახსნის დღიდან ბიუროებს 30 533–მა ადამიანმა მიმართა. აღმოჩნდა, რომ ყველაზე ხშირად  მოსახლეობა სოციალურ დახმარებას ითხოვს.  დასაქმება კი პრობლემათა ჩამონათვალში მეხუთე ადგილს იკავებს.


ორგანიზაციიამ ბიუროების მედიასთან თანამშრომლობის ინტენსივობაც შეამოწმა. კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ძირითადად ადგილობრივ მედიასთან თანამშრომლობენ.

მასშტაბური კვლევის შედეგად    ორგანიზაციამ კონკრეტული რეკომენდაციებიც შეიმუშავა. კერძოდ, ორგანიზაციის დირექტორის,  ზვიად დევდარიანი თქმით, გამოიკვეთა ბიუროს თანამშრომელთა დაბალი კვალიფიკაცია და ამომრჩევლებთან კომუნიკაციის სიმცირე.

 

"სიდას" რეკომენდაციით, პარლამენტის წევრებმა მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინონ ბიუროებისა და ზოგადად, მოსახლეობასთან  ურთიერთობის  მიმართულებით.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2510
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია