დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ღვინის ქვეყანა
ღვინის წარმოების ლიდერი იტალია გახდა, საფრანგეთმა კი მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/11/08 12:33:12

ღვინის მოსოფლიო ბაზარზე ორმა უმსხვილესმა კონკურენტმა ქვეყანამ - საფრანგეთმა და იტალიამ ადგილები შეცვალეს და ღვინის წარმოების მხრივ ლიდერ პოზიციაზე ამჯერად უკვე იტალია აღმოჩნდა.


როგორც კომპანია Coldiretti-ის მიერ შედგენილი რეიტინგიდან ირკვევა, ღვინის წარმოების მხრივ რეიტინგის ლიდერი უკვე იტალიაა, რადგანაც წელს იტალიაში 2-ჯერ მეტი ყურძენი დაიკრიფა ვიდრე გასულ წლებში.

 

წელს იტალიაში 45 მლნ ჰექტოლიტრი ღვინო იწარმოა, საფრანგეთში კი 1 მლნ ჰექტოლიტრით ნაკლები, ანუ 44 მლნ ჰექტოლიტრი ღვინო. მესამე პოზიციაზეა ესპანეთი, სადაც წელს 40 მლნ ჰექტოლიტრი ღვინო იწარმოა.

 

წლევანდელი მაჩვენებლით იტალიამ გასული წლის მონაცემები 2 %-ით გაიუმჯობესა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ეტაპისათვის  იტალიამ 5 მლრდ ევროს ღირებულების ღვინის ექსპორტი უკვე განახორციელა.

 

თავის მხრივ კი იტალიური ღვინის მთავარ იმპორტიორ ქვეყნებად კი ისევ აშშ და გერმანია რჩებიან.

 

"BPI"

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6918
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია