დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ღვინო და ურთიერთობები
ქართული კომპანიები ჰონგკონგის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობენ
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/11/07 20:07:16

 ჰონგ კონგში 6-დან 9 ნოემბრამდე ღვინისა და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენა  - HKTDC Hong Kong International Wine & Spirits Fair 2013“ - მიმდინარეობს.


საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ღვინის ასოციაციის ორგანიზებით, აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობას იღებს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი 10 ქართული კომპანია: „ბაგრატიონი 1882“, „ბესინი“, „შატო მუხრანი“, „კორპორაცია ქართული ღვინო“, „GWS“, „კახური ტრადიციული მეღვინეობა“, „სარაჯიშვილი“, „შუხმან ვაინსი“, „თბილღვინო“ და „ხარება“.ქართული კომპანიებისათვის აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობის მიღება ძალზედ მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციისათვის, ასევე საექსპორტო ბაზრის გაფართოვებისათვის.

 

 ღონისძიების ფარგლებში იმართება დეგუსტაციები, შეხვედრები იმპორტიორებთან და მედიის წარმომადგენლებთან. ჩინეთის ბაზარზე პროდუქციის მოთხოვნის ზრდასთან ერთად, იზრდება მოთხოვნა ქართულ პროდუქციაზეც. დღეის მონაცემებით,ჩინეთის ბაზარზე 781 108 ბოთლი ქართული ღვინო და კონიაკია  ექსპორტირებული, აქედან ჰონგ კონგში - 103 399  ბოთლი ქართული ღვინო და კონიაკი.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3211
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია